„ბლუმბერგი“ - ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინმა შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ

„ბლუმბერგი“ - ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინმა შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ, ამის შესახებ ბლუმბერგი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები არსებობს და ამის შესახებ მან ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრისას უთხრა. ევროპელ ლიდერებთან საუბარი მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ შედგა.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკელებისგან საკმაოდ მისაღები წინადადება მიიღო.

კრემლში ასევე ადასტურებენ, რომ დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.