განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს

განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს

საქართველოს ბანკი, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, მესამე წელია სტიპენდიების პროექტს ახორციელებს. 

ინიციატივის ფარგლებში ბანკი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, 22 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

საქართველოს ბანკის სტიპენდიატების გამოვლენა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება:

სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს;

სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით;

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან კონკრეტული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად;

თითო უნივერსიტეტიდან ყოველწლიურად დაფინანსდება მინიმუმ 5 სტუდენტი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge