ეს ოპოზიცია, რომელიც ამ გლობალური პროექტის ნაწილია და რეალურად საქართველოს ინტერესებთან არანაირი შეხება არ გააჩნია, სწორედ ამ „დიფ სთეითის გარეცხვა-გათეთრებით არის დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.
„აი, ამ მოვლენას გნებავთ, „დიფ სთეითი“ დაარქვით და გნებავთ, გლობალური ომის პარტია, რომელიც სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და შინაარსს ებრძვის, ამასთან მიმდინარეობს ბრძოლა და ამის წინააღმდეგ არის საქართველოც, ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც და მისი ადმინისტრაციაც. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, ეს ოპოზიცია, რომელიც ამ გლობალური პროექტის ნაწილია და რეალურად საქართველოს ინტერესებთან არანაირი შეხება არ გააჩნია, სწორედ ამ „დიფ სთეითის გარეცხვა-გათეთრებით არის დაკავებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, CNN-ისა და MSNBC-ის ჟურნალისტები სიმართლის დაფარვის მიზნით იმავე ტაქტიკით მოქმედებენ, რომლითაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, ე.წ. რუსული ჭორის გამოძიების ფარგლებში „დიფ სთეითის“ არაერთი მოქმედი პირი გამოაშკარავდება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის განცხადებით კი, USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „დიფ სთეითის“ აპარატის შემადგენელი ნაწილია.