„ნაცმოძრაობა“ თავად არის „დიფ სთეითის" წარმომადგენელი და რომ აღიარონ მისი არსებობა უკვე აშკარა გახდება, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ,- განაცხადა „ხალხის ძალის" ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთონ ამერიკაში, აქ მაინც არ აღიარებენ „დიფ სთეითის" წარმომადგენლები, რომ „დიფ სთეითი", იგივე გლობალური ომის პარტია არსებობს.
„ნაცმოძრაობა" და მისი დანაყოფები ბუნებრივად ვერ აღიარებენ „დიფ სთეითს" იმიტომ, რომ „დიფ სთეითის" წარმომადგენლები არიან. თუ ახლა გაიშიფრებიან და იტყვიან, რომ „დიფ სთეითის" წარმომადგენლები ვართ, უკვე ყველამ იცის, მაგრამ აშკარა იქნება, რომ მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ლგბტ პროპაგანდის სასარგებლოდ. გაიშიფრება რატომ უნდოდათ აქ გეი აღლუმების ჩატარება, მეორე ფრონტი, რომელსაც ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, რომ აუცილებელია შევერკინოთ რუსეთს და ა.შ. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაიშიფრება. როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ამერიკაში თავად პრეზიდენტმა, პრეზიდენტის შვილმა, სახელმწიფო მდივანმა და მათ შორის, დაზვერვის ხელმძღვანელმა, აქ მაინც არ აღიარებენ „დიფ სთეითის" წარმომადგენლები, რომ „დიფ სთეითი", იგივე გლობალური ომის პარტია არსებობს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.