საკუთარი ნებით მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: წარმოიდგინეთ, ჩაგსვან საკანში, ორი კვირა არაფერი არ გაჭამონ და იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?

საკუთარი ნებით მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: წარმოიდგინეთ, ჩაგსვან საკანში, ორი კვირა არაფერი არ გაჭამონ და იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა. იქამდე, მან მედიასთან გააკეთა კომენტარი.

„დღეს ჩემი გეგმაა, მოვინახულო ბატონი პრეზიდენტი, შემდეგ შევხვდე ციხის ექიმებს, ვნახო ანალიზები და დავგეგმო შემდეგი შეხვედრა, სამშაბათს კონსილიუმის ექიმებთან ერთად. ციხის ექიმები ყოველდღე აკეთებენ ანალიზებს. გააჩნია რა მდგომარეობაშია და რა ანალიზები აქვს, სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან გეუბნებით, რომ უარესად არის. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ვერ ვუწოდებდი. წარმოიდგინეთ, ჩაგსვან საკანში, ორი კვირა არაფერი არ გაჭამონ და იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?“, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

Katana . რას ნიშნავს "ჩაგსვან საკანში, ორი კვირა არაფერი არ გაჭამონ", - რა, თხოულობს და არ აჭმევენ, არა?
3 წლის უკან