დღეიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

დღეიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემო ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 21 ოქტომბრამდე, საქართველოში, ბოლო დღეებთან შედარებით, მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. 18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

თბილისში, დღეს უნალექო, 18 ოქტომბრიდან კი წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 ოქტომბრამდე 20, +22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.