მეუფე დიმიტრი:  შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან - პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს

მეუფე დიმიტრი:  შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან - პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) იმ სასულიერო პირებს მიმართავს, ვინც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

მისი თქმით, „შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს.“

„შერიგება საღმრთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიტროპოლიტი.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ამასთან, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა ანანიამ განაცხადა, რომ პეტიციას ხელს მოაწერს.

Ninja მადლობა მიტროპოლიტ დიმიტრის. ისე არ გამკვირვებია ზოგი მეუფისგან ეს ხელმოწერა. კარგად მახსოვს ფოთის მიტროპოლიტი ტაძრის გახსნაზე მიშას რომ შეუძღვა სიმღერით "მიშა მაგარია".
3 წლის უკან
Katana . Ninja: "კარგად მახსოვს ფოთის მიტროპოლიტი ტაძრის გახსნაზე მიშას რომ შეუძღვა სიმღერით "მიშა მაგარია".
?!
არ ვიცოდი. (არ ვცხოვრობდი საქართველოში).
რა სამარცხვინოა!
3 წლის უკან