გიორგი ხელაშვილი: სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოდესმე შერიგება დააპიროს, ესაა მხოლოდ ტაქტიკური სვლა, რომ თავი კონსტრუქციულ ძალად წარმოაჩინოს

გიორგი ხელაშვილი: სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოდესმე შერიგება დააპიროს, ესაა მხოლოდ ტაქტიკური სვლა, რომ თავი კონსტრუქციულ ძალად წარმოაჩინოს

სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოდესმე შერიგება დააპიროს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განუცხადა.

„ესაა მხოლოდ ტაქტიკური სვლა იმისთვის, რომ თავი კონსტრუქციულ ძალად წარმოაჩინონ. მაგრამ ბუნებრივია მოსახლეობას ამის დიდი ხანია აღარ სჯერა. სიძულვილის ენის გარეშე მათ ძალიან უჭირთ რამე საკითხზე საკუთარი მომხრეების კონცენტრირება. ვინაიდან რამე კონსტრუქციული, აზრიანი, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული დიდი ხანია მათგან არ მოგვისმენია“, - აღნიშნა ხელაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ, თავისუფლების მოედანზე, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა.