ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა და ფაფხური - გია აბაშიძე ოპოზიციის ლიდრებზე, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლების აქციას უერთდებიან

ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა და ფაფხური - გია აბაშიძე ოპოზიციის ლიდრებზე, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლების აქციას უერთდებიან

რამდენიმე დღეა ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ ენმ-ეს აქციას ლოზუნგით „თავისუფლება მიშას" არ შეუერთდებოდნენ, თუმცა შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ აქციის მოთხოვნებსი იზიარებენ და უერთდებიან, ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან აცხადებს, რომ ეს პოლიტიკუირი თვალთმაცქობაა და ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც ექპარეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას, მისი პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიცია „საზოგადოების უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია".

„ოპოზიციამ საბოლოოდ და მყარად უნდა დაამტკიცოს, რომ ის სააკაშვილის ორბიტაზე არაა, ასე ერთი-ორი დღით გაბუტვა და დისტანცირება, ელექტორატის თვალში ნამდვილად არ რჩება, უპროცენტო პარტიების ლიდერებს თუ ჰგონიათ, რომ პოლიტიკური თვალთმაქცური საქციელი რეიტინგს მოუტანს, ძალიან ცდებიან, ეს იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო" თუ „ჯაფარიძის გირჩი", ჯერჯერობით მათ ამომრჩეველი მყარად ვერ დაარწმუნეს, რომ სააკაშვილის გარეშე არ იმყოფებიან.

„ამას გვაჩვენებს შემდგომი დღეები და განსაკუთრებით 30 ოქტომბერი, გუშინ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები მეორე ტურებზე დამკვირვებლებად წავლენ, როგორც ჩანს იმ დამკვირვებლებმა, პროფესიონალებმა, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს 2 ოქტომბერს ჰყავდათ, ეტყობა დამკვეთთა ის დავალება ვერ შეასრულეს, რომელიც საარჩევნო უბნებზე მეტი არეულობის შეტანა.

„მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე. რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საათივით გამართულად მუშაობდა, ეს საერთაშორისოდ აღიარებულია, ამ მორიგი დებოშებით, რომელსაც 30 ოქტომბერს ველოდებით სხვადასხვა ოპოიციონერის მიერ, სამართალდამცველები პასუხს გასცემენ, ხოლო არჩევნებს პროფესიონალი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

„აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ველზე ერთგვარი ფაფხური, ძალიან დამაზიანებელია თავად ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც ვერ გარკვეულა სააკაშვილთან არიან თუ ვისთან, საბოლოო ჯამში მაინც მასთან არიან, თუ სააკაშვილთან ჭაობში ბოლომდე ჩაფლობას აპირებენ, ეს მათი პირადი გადასაწყვეტია, ამომრჩეველი კი გადაწყვეტს, ვინაა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტია და ვინ არა.

„ოპოზიციური თვალთმაქცობა ჩვენ კარგად ვიცხილეთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც, როცა თითქოს სხვადასვა კანდიდატები იყვნენ და მერე გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანდნენ, თვალთმაქცობაა ახლა ისიც, რასაც ხაზარაძე, ბოკერია თუ გიორგი ვაშაძე ამბობენ, მაგრამ თუ ისინი საბოლოოდ ვერ დაამტკიცებენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ველს საბოლოოდ განეშორნენ, ეს მათი პოლიტიკური დაღუპვის მიზეზი სავსებით გასაგები იქნება,"- განაცხადა გია აბაშიძემ.

მან 14 ოქტომბრის მიტინგზეც ისაუბრა, რომლის მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის ციხიდან განთავისუფლებაა.

„რაც შეეხება მრავალათასიან მიტინგს, არა აქვს მნიშვნელობა სააკაშვილის დაპატიმრებას თბილისის ცენტრში რამდენი ათასი ადამიანი გააპრტესტებს, ის კუთვნილ სასჯელს მოიხდის, მის გადაცემას არც უკრაინა და მის გათავისუფლებას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ითხოვს.

„ე.წ. პეტიციას ხელს ვინ მოაწერს, ეს იქნება ხელოვნების სფეროს წარმოიმადგენელი თუ სასულიერო პირი, ეს მათი პრობლემაა და არაფერს არ ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა.

„ნებისმიერ სასულიერო პირის ხარისხს პატივს ვცემ, მაგრამ როცა სასულიერო პირის მთავარი დანიშნულება ერის გაერთიანებაა, მიუხედავად იმისა ვის რა გემოვნება აქვს და პოლიტიკური მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს, მე როგორც ანალიტიკოსი თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც ჯალათ სააკაშვილის გვერდით დგას, მისი პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიცია საზოგადოების უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია," - აცხადებს გია აბაშიძე.