100  წლის ნაცისტის სასამართლო გერმანიაში,  რომელსაც ბრალად 3 500 ადამიანის მკვლელობა ედება - საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკე და სამართალი 76 წლის შემდეგ

100  წლის ნაცისტის სასამართლო გერმანიაში,  რომელსაც ბრალად 3 500 ადამიანის მკვლელობა ედება - საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკე და სამართალი 76 წლის შემდეგ

ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რომ­ლებ­მაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სა­ტი­კე ჩა­ი­დი­ნეს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში სხვა­დას­ხვა ნიშ­ნით და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ხოც­ვა­ში, და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც მო­უ­წი­ათ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგო­მა.

ახლა ერთ-ერთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე გიყ­ვე­ბით - მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან 76 წლის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ბად­რაგს ასა­მარ­თლე­ბენ. მას ბერ­ლინ­თან ახ­ლოს, ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში 3 515 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას ედა­ვე­ბი­ან.

მე­დია არ ასა­ხე­ლებს ბრალ­დე­ბუ­ლის გვარს და მას ჟო­ზეფ ს-დ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ამით კი იცა­ვენ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის კა­ნონს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ამ­გვა­რი ბრალ­დე­ბის დროს მოქ­მე­დებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­მა­კა­ცი 101 წელ­საა მიღ­წე­უ­ლი და ის არის ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კის­თვის ასა­მარ­თლე­ბენ.

რო­გორც BBC-ი წერს, ჟო­ზეფ ს-ს ბრა­ლად ედე­ბა საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბის დახ­ვრე­ტა და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის გა­გუდ­ვა მხუ­თა­ვი აი­რით.

მე­დი­ამ ჟო­ზეფ ს-სთვის ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ვერ შეძ­ლო, რად­გა­ნაც სა­სა­მარ­თლო­ზე მას სა­ხე­ზე ცის­ფე­რი ფა­ი­ლი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი, ისე რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის მისი სა­ხის აღ­ბეჭდ­ვა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჟო­ზე­ფი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრან­დერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის თქმით, პრო­ცეს­ზე მას არა­ფე­რი უთ­ქვამს, თუმ­ცა მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე აპი­რებს სა­უ­ბარს. ად­ვო­კა­ტი სტე­ფან უო­თერ­კამ­პი აცხა­დებს, რომ ჟო­ზე­ფი არ გა­ა­კე­თებს კო­მენ­ტარს წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე, თუმ­ცა ისა­უბ­რებს "პი­რად გა­რე­მო­ე­ბებ­ზე", რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და.

პრო­კუ­რორ კი­რილ კლე­მენ­ტის თქმით კი, ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბას 1941-1945 წლებ­ში ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზენ­ში სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. "ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი­ვეს მხარს უჭერ­და სა­კუ­თა­რი ნე­ბით და სურ­ვი­ლით. მან შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და, რას აკე­თებ­და. ის კარ­გად იყო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი "სას­ტიკ რე­ჟიმ­თან", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ჟო­ზე­ფი 21 წლის იყო, რო­დე­საც ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზე­ნის ბად­რა­გი გახ­და. ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კი­დან ძა­ლი­ან გვი­ან, თუმ­ცა მა­ინც მო­უ­წევს სა­სა­მარ­თლოს­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ხან­გრძლივ სხდო­მებ­ზე დას­წრე­ბა. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ სა­სა­მარ­თლო სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ნა­ცის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი და ასო­ბით ადა­მი­ანს კლავ­დნენ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე არ წარმდგა­რა.