„გაიტაცეს“ ხმამაღალი ნათქვამია, ექსპერტიზა არის აუცილებლობა - რამაზ საყვარელიძე გარდაცვლილი ოპერატორის ცხედრის გარშემო ამტყდარ აჟიოტაჟზე

„გაიტაცეს“ ხმამაღალი ნათქვამია, ექსპერტიზა არის აუცილებლობა - რამაზ საყვარელიძე გარდაცვლილი ოპერატორის ცხედრის გარშემო ამტყდარ აჟიოტაჟზე

გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარს, ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. შესაბამისი სამსახურების მიერ გარდაცვლილის ექსპერტიზაზე გადაყვანა მოკლე დროში განხორციელდა, რაც ჟურნალისტების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. „ტვ პირველის" ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას, „მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას და ნანუკა ჟორჟოლიანის აზრით, ლექსო ლაშქარავას ცხედარი მთავრობამ „გაიტაცა".

თუმცა, კანონით, როცა საეჭვო გარდაცვალებაა, და ეს რომ ასეთი შემთხვევაა, ამაზე არავინ დავობს, გაკვეთა აუცილებელი პროცედურაა - მიუხედავად იმისა, ოჯახი ამას ეთანხმება თუ არა. გამომდინარე აქედან ცხედრის ექსპერტიზაზე წაღება კი არაა დარღვევა, სწორედ არწაღება იქნებოდა დანაშაული.

თუმცა, ამ საკითხს სხვა ასპექტიც გააჩნია - ოპოზიცია და ჟურნალისტების ნაწილი არ ენდობა ოფიციალურ ექსპერტიზას.

„გაიტაცეს" ხმამაღალი ნათქვამია. ექსპერტიზა არის გასაკეთებელი და წაიღეს ექსპერტიზაზე. ეს არის აუცილებლობა, სხვაგვარად არც შეიძლება. თუ ამის დაჯერება გინდა, დაიჯერებ და თუ არ გინდა მაშინ არც კერძო ექპერტს დაუჯერებ, რაც არ უნდა თქვას. სანამ გვამი ექსპერტიზაზე იმყოფება, იქამდე დასკვნების გამოტანა, რასაკვირველია, ძალიან რთულია, ეს ძალიან სენსიტიური თემაა," - აცხადებს „მთელ კვირასთან" პოლიტიკური მიმომხილველი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

კითხვაზე, თუ სავარაუდოდ რა დასკვას დადებს ექსპერტიზა, საყვარელიძე ამბობს, რომ შესაძლოა ექსპერტიზაში ვიხილოთ კავშირი 5 ივლისის დაზიანებების შედეგად მიღებულ ტრავმებთან, რამაც მოგვიანებით გარდაცვალება გამოიწვია.

„გამომდინარე იქიდან, თუ რა დღეში ჩააგდეს 5 ივლისს გარდაცვლილი ოპერატორი, შესაძლოა ექსპერტიზის დასკვნაში ვიხილოთ, რომ სწორედ მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. შესაძლოა მოგვიანებით განუვითარდა თრომბის მოწყვეტა, სისხლის გვიანი ჩაქცევა და ა.შ. არ გამოვრიცხავ, რომ ექსპერტიზის დასკვნა ეს იყოს.

„თუმცა, შევხედოთ სხვა მხრივაც, ის ვინც საუბრობს გატაცებაზე, ფაქტობრივად ამბობს, რომ სახელმწიფო სტუქტურებს აწყობდათ გატაცება პირადი მიზნებისთვის, თუმცა ვერ ვხედავ აქ ლოგიკას, განსაკუთრებთ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას თუნდაც დასავლეთი ადევნებს თვალს. ასევე იცის, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, რადგან მათი არასწორი ნაბიჯი ძალიან დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს.

„ვფიქრობ ახლა სწორედ ხელისუფლების ინტერესებშია რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი დასკვა დადოს ექსპერტიზამ,"- ამბობს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან საუბრისას".

მანამდე კი ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ ლექსო ლაშქარავს ცხედარი დაუყოვნებლივ გაიტაცეს.

„სად გეჩქარებოდათ, რა ექსპერტიზის პასუხის დადებას აპირებთ. რა პასუხიც არ უნდა დაიდოს, რამ გამოიწვია ლექსოს ეს მდგომარეობა. თქვენ მართლა რამე ხო არ გეშლებათ? ვინ ჭამს თქვენს შეკერილს?,"- ამბობს ინგა გრიგოლია.

მისივე თქმით, მომხდარი გამოსაძიებელია და ის აუცილებლად დაადგენს თუ ვისი კვალი სადამდე მიდის.

„სად გეჩქარება ადამიანო, ცელოფანში ჩატენეს ცხედარი. ამ ტრაგედიას სათქვენოდ ვერ მოატრიალებთ შანსი არ გაქვთ. გული რომ გამისკდეს თუ მცემენ აქციაზე, დამაზიანებენ, ძვლებს ჩამიმტვრევე,ნ თვალს ამომთხრიან და მერე სახლში რომ წავალ დარდისგან რომ გამისკდეს გული ამაზე პასუხს ვინ აგებს?

„ეს ამბავი არის გამოსაძიებელი, ამ ადამიანების კავშრები - ვისი კვალი სადამდე მიდის. თქვენ ნახავთ როგორ სათანადოდ გაგეცემათ პასუხი, თქვენ ყველამ უნდა აგოთ პასუხი,"- ამბობს ინგა გრიგოლია.

ნიკა გვარამია, ცხედრის გატაცებასთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ ექპერტიზის შედეგების გაყალბების მოლოდინშია.

„ექსპერტიზის შედეგების გაყალბების მოლოდინში უნდა ვიყოთ. გაიტაცეს ცხედარი, რადგან გაუკეთონ ის რაც უნდათ. მოვუწოდებ ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებს - მთლად ყველაფერზე ხელს ნუ აიღებთ. შვილები ხომ გყავთ, ამ ქვეყნის შვილები ხომ ხართ? გატაცებულ ცხედარზე ახლა სამარცხვინო დასკვნა არ გააკეთოთ, მაინც გადამოწმედება ყველაფერი,"- ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკვე საუბარი დაწყებულია ნარკოტიკებზეც.

„გაფრთხილებთ გაჩერდით. თქვენმა „ორკებმა" დაიწყეს უკვე საუბარი ნარკოტიკებზე. რის დადგენას აპირებთ სიკვდილის მიზეზად? სათითაოდ სახელებით და გვარებით გამოგაქყვენებთ, ფოტოებს გავაკრავთ, მოგაკითხავთ და მოგეკითხებათ! მტერს გადაეკიდა მთელი მედია გაერთიანებული,"- ამბობს ნიკა გვარამია.

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით კი, შს მინისტრმა და პრემიერმა ცხედარი

პირადი ინტერესებითვის გაიტაცეს.

„იმიტომ, რომ გომელაურმა და ღარიბაშვილმა სავარძელი შეინარჩუნონ ცხედარს იპარავენ. ცელოფნით მიათრევდნენ ცხედარს,"- ამბობს ჟორჟოლიანი.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პირდაპირ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს.

„გაუდაბნოვდება ქვეყანა, იქნება მარტო ივანიშვილი და ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი სწორედ ამისთვის არის მოყვანილი,"- ამბობს მელია.

Katana რას ნიშნავს "რა ეჩქარებოდათ"? ერთი კვირის შემდეგ რომ წაესვენებინათ გვამი ექსპერტიზაზე, მაშინ უფრო ნათლად გამოიკვეთებოდა სიკვდილის მიზეზი?

მაგრამ ამათი პროტესტი, ეტყობა, სწორედ იმის შიშითაა გამოწვეული,რომ ექსპერტიზაზე შეიძლება სულ სხვა მიზეზი გამოვლინდეს სიკვდილისა და არა ცემა...
3 წლის უკან
გრიგორი ექსპერტიზისათვის დროს ძალიან დიდი მნისვნელობა აქვს. სიჩქარე კი უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ ხელისუფლება მიხვდა ოპოზიცია რასაც აპირებდა. შემდგომში უბრალოდ ვითომ ხალხი გვამს ექსპერტიზაზე არ გაატანდა და ოპოზიცია დაიწყებდა მტკიცებას ოპერატორი ხეკისუფლებამ მოკლაო ! ეს კი შესანიშნავი მიზეზი იქნებოდა რევოლუციური სცენარის განვითარებისათვის !
3 წლის უკან