დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92 % მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა . დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, მალტა, ბელგია, კვიპროსი, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია. 

დანაშაულიოს კონტროლის ეფექტურობით მსოფლიოში სინგაპური, ევროპაში კი ნორვეგია ლიდერობს.

დანაშაულის უკონტროლობით ყველა მძიმე ვითარება მექსიკასა და ვენესუელაში ფიქსირდება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და და ასევე ადამინების ზოგად აღქმას უსაფრთხოების და დაცულობის შესახებ.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/rol/rule-of-law-index