"ევროპის ბრწყინვალე ცივილიზაციამდე საქართველოსთვის ისევ შორია" - როგორ ეხმაურება "თბილისი პრაიდს" რუსული მედია
რუსული მედია მთელი დღის განმავლობაში აშუქებდა "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს. რუსული მედიის დიდი ნაწილი, ღონისძიებას "გეი აღლუმის" სახელით მოიხსენიებს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებობა არ მიეცათ.
"სასულიერო პირების ორგანიზებით დედაქალაქის ცენტრში გამოსული ადამიანთა ჯგუფები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. რამდენიმე ჟუნრალსტი და ოპერატორი მძიმედ არის დაშავებული და მათ სამედიცინო დაწესებულებებში გადაუიდებელი ოპერაციაც უტარდებათ", - წერს რუსული მედია.
"მას შემდეგ, რაც "ღირსების მარშის" მონაწილეებსა და და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, "თბილისი პრაიდის" აქცია გადაიდო", - ასე ეხმიანება ტელეკომპანია თბილისში განვითარებულ პროცესებს.
"თბილისში გეი-აღლუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება 1-ელიდან 5 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო და ფილმის ჩვენებასა და კონცერტის გამართვას ითვალისწინებდა. ეს საქართველოს ისტორიაში სულ მეორე მარშია. რამდენიმე მცდელობა ადგილობრივმა ულტრა მემარჯვენე ძალებმა და მართლმადიდებლურმა საზოგადოებამ ჩაშალა. ამჯერადაც თბილისის ცენტრში იგივე ჯგუფები იყვნენ შეკრებილი და პრაიდის მონაწილეების ჩაქოლვას კვერცხებითა და ბოთლებით ცდილობდნენ. პოლიცია მათი აგრესიის შეჩერებასა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას ვეღარ ახერხებდა", - წერს echo.msk.ru.