შესაძლებელია თუ არა საბჭოთა ანაბრების დაბრუნება და როგორ გადაჭრეს ამ ანაბრების პრობლემა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა? –ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე გვესაუბრება.
ბატონო ლევან, საბჭოთა ანაბრები მხოლოდ საქართველოში დაიკარგა თუ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც?
- შეიძლება ძალიან ბევრი ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ იმაზე, რამდენად სრულფასოვნად და სამართლიანად მოხდა ანაბრების ანაზღაურება სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, მაგრამ ფაქტია რომ, ამ პრობლემაზე მუშაობა საქართველოს გარდა ყველა ქვეყანაში დაწყებულია. მათგან მხოლოდ ორმა – ლიტვამ და ყაზახეთმა დაასრულეს ეს პროცესი.
საბჭოთა ანაბრების კომპენსაციასთან დაკავშირებით, ლიტვის მოდელი ყველაზე სამართლიანად არის მიჩნეული. ამ მოდელით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების 80% ანაბრების ვალის დაფარვა მოხდა.
ლიტვის მთავრობამ თქვა, ეს სახელმწიფო შექმნილია მოქალაქეეის მიერ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ეკუთვნილ ლიტვის მოქალაქეებს და ჩვენ ვალდებული ვართ, ეს ქონება მათ მოვახმაროთ.
თითო ანაბარზე დაახლოებით 1500 ევრო გაიცა. ეს საკმარისია თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ სახელმწიფომ თავისი კეთილი ნება გამოხატა იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც მას ჰქონდა.
ყაზახეთის მთავრობამ ლიტვისაგან განსხვავებული მოდელი აირჩია. მან გამუშვა გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები, ე.წ ობლიგაციები. მოსახლეობა გაყო ორ ნაწილად, პენსიონერები და სხვები. პრნსიონერებისათვის ფულის დარიგება დაიწყება 5 წლის შემდეგ და გაგრძელდება 5 წელი.
სხვა მოქალაქეებისთვის დაიწყება 15 წლის შემდეგ და გაგრძელდება 5 წელი. ობლიგაციის განაღდების გრაფიკი დაწესდა და ანაბარზე შენახულ 15 000 საბჭოთა მანეთზე 100 დოლარი გაიცემა. ეს ძალიან მცირე თანხაა, მაგრამ რაღა კომპენსაცია მაინც არის.
რუსეთში თუ ხდება საბჭოთა ანაბრების ანაზღაურება?
- რუსეთში ეს პროცესი დიდი ხანია, მიმდინარეობს. ყოფილ საბჭოთა ანაბრებზე არსებულ ერთ მანეთში 1945 წლამდე დაბადებულ მოქალაქეებს –აძლევდნენ 3 რუბლს, 1945–დან – 2 რუბლს.
თანხის გაცემას მასობრივი ხასიათი არ აქვს, ხან ახერხებენ ბიუჯეტში თაბხის ჩადებას, ხან – ვერა. მაგალითად 2013, 2014 და 2015 წლების ბიუჯეტში რუსეთის მთავრობას ამ ვალდებულებებისათვის 50 მილიონი რუბლი აქვს განსაზღვრული.
ასე იყო წინა წლებშიც, მაგრამ შემოსავლების ნაკლებობის გამო ბიუჯეტის კორექტირება მოხდა და ამ თანხით სხვა ვალდებულებები დაფინანსდა. ეს საკითხი ყველაზე პოლიტიზირებული იყო უკრაინაში და პარაქდოქსებიც მოხდა. უკრაინაში 12 მილიომი მეანაბრეა.
ტიმოშენკოს ხელისუფლებამ 2008 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გადაწყვიტა, 6 მილიონი მეანაბრისათვის მიეცა კომპენსაცია თითო ანაბარზე 1000 უკრაინული გრინვის ოდენობით. ამან გამიწვია ის, რომ მიმოქცევაში ერთად გავიდა 6 მილიარდი გრივნა, რამაც მისი მსყიდველობითი უნარი 90%–ით დაწია და სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
ამის შემდეგ ეს პროცსი გაიყინა. ახლახანს იანუკოვიჩმა დაავალა მთავრობას, რომ გადაიხედოს ანაბრების გასტუმების მეთოდი და 2013–2015 წლებში ამ თანხების გაცემასთან დაკავშირებით ახალი გრაფიკი შედგეს. ეს მაგალითი საქართველოსთვისაც გასათვალისწინებელია, რადგან ფულის დიდი მასის გამოშვებამ შეიძლება მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს. უნდა მოხდეს ფულის ეტაპობრივი გამოსვლა, რომ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი რისკის ქვეშ არ დადგეს და ქვეყანამ არ იზარალოს. ასე მოხდა ბელარუსიაში. იქ 1998 წელს დაიწყეს კომპენსაციის გაცემა, საკომპენსაციო თანხა ერთი წლის განმავლობაში 80 %–ით გაუფასურდა, ერთ ანაბარზე დაახლოებიოთ 22 დოლარი გამოდიოდა და მოსახლეობამ თავად თქვა უარი ამაზე.
რა ხდება ამ მხრივ ჩვენს მეზობელ აზებაიჯანსა და სომხეთში?
- ამ თანხების გაცემის კამპანია აზერბაიჯანსი 2012 წელს დაიწყო. იქ ორჯერ მოხდა ვალუტის შეცვლა, ამიტომ რთული გადაანგარიშების სისტემაა.
დაახლოებით რომ გითხრათ მოქალაქე ანაბრებზე შეტანილ ყოველ 2 500 მანეთზე 450–500 დოლარს მიიღებს. აღსანიშნავია ისიც რომ აზერბაიჯანმა ეს თანხა არ აიღო სიდა ვალში, გამოაცხადა, რომ ეს არის მისი სოციაური პოლიტიკა, კეთილი ნება და ამით ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს.
სომხეთში საბჭოთა ანაბრების გაცემის მოდელი შექმნილია და პროცესი 2015 წელს უნდა შესრულდეს. ყოველ 10 000 მანეთზე გათვალისწინებულია 200 დოლარი. აქაც მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიები და რიგითობაა დადგენილი.
თუ არის დაანგარიშებულული, რა თანხა ექნება საქართელოს მთვრიბას მოქალაქეებისთვის გადსახდელი, თუკი შიდა ვალად აღიარებული ანაბრების თანხის გადახდას დაიწყებს?
- 1992 წლის 1 იანვრის მდგომაეობით, საქართვლოს ეპოზიტზე 13 მილიარდი მანეთი იყო, ხელისუფლებას 1996 წელს შიდა ვალად აღიარებული აქვს 502 მილიონი ლარი. ჩემი შეფასებით ეს თანხა 2–3 მილიარდამდე უნდა განისაზღვროს. ეს არის ის თანხა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, გარკვეული პერიოდულობით თავისუფლად შეუძლია რომ გასცეს. ამისათვის ბევრი მექანიზმი არსებობს – ბიუჯეტში ყოველთვიურად რაღაც თანხის გათვალისწინება; სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დ აასე შემდეგ ყველა საბჭოთა ქვეყანამ ინდივიდუალური მოდელი შეიმუშავა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამ კონკრეტულ მომენტში არსბულ შესაძლებლობებს ეფიძნებოდა. ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც, უნდა შეიქმნას კომპეტენტური კომისია, რომელიც შექმნის ანაბრების გასტუმრების მოდელს და განხორციელებეაზე იქნება პასუხისმგებელი.
თქვა თუ არა რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანამ უარი ამ თანხის გაცემაზე?
- ესტონეთმა და ლატვიამ გამოაცხადეს, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის ვალდებულება, მისი მემკვიდრე არის რუსეთი და მისგან ამ თანხის მოთხოვნის საკითხი, სახელმწიფო დონეზე დააყენეს. ბინებრივია ეს საკითხი გაყინულია.
ჩვენი ბიუჯეტი იძლევა მეანაბრეთა ვალის გასტუმრების შესაძლებლობას?
- საბჭოთა ანაბრების გასტუმრება თავისუფლად შეიძლება თუ ს პროცესი გაიწერება 10–15 წელზე. ყოველწლიურად ამ მიზნისათვის 100 მილიონის გათვალისწინება სრულიად შესაძლებელია. ვიცი, რომ ეს არ ესიამოვნება ფინანსთა მინისტრს, მაგრამ ერთია მისი სიამოვნება და მეორეა სამართლიანობის აღდგენის საკითხი. სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს. ანაბრების პრობლემა მაშინ გადაწყდება, როცა საქართველოს ღირსეული მთავრობა ეყოლება. ეს საკითხი არის ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად სამართლიან სახელმწიფოს ვაშენებთ.