რა თანამდებობას სთავაზობენ სალომე ზურაბიშვილს?!

რა თანამდებობას სთავაზობენ სალომე ზურაბიშვილს?!

სალომე ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს სთავაზობენ?

"სალომე ზურაბიშვილს საინტერესო წარსული აქვს. ის ძალიან პრინციპული ქალია, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება... სალომე ზურაბიშვილი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი იქნება", - ბიძინა ივანიშვილის ამ შეფასებებისა და მასთან კონსულტაციის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან ისე გაემგზავრა, რომ ივანიშვილის თანაგუნდელობაზე არაფერი უთქვამს.
ბოლო დროს მთავრობის კანცელარიის კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ პრემიერი სალომე ზურაბიშვილის ადგილს კვლავ საქართველოს მთავრობაში ხედავს. ჩვენმა წყარომ გვაცნობა, რომ "საქართველოს გზის" დამფუძნებელს კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილავენ. როდესაც შევიტყვეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვირას, დილით საქართველოში დაბრუნდა, ჩვენს ინფორმაციას დამაჯერებლობა შეემატა და რეალობის გასარკვევად საგარეო საქმეთა ექსმინისტრის თანაგუნდელს ნათელა მაჭავარიანს დავუკავშირდით:

- მიუხედავად იმისა, რომ ბიძIინა ივანიშვილი ქალბატონ სალომეს თავის გუნდში მოიაზრებდა, არაფერი გაგვიგია იმაზე, თუ რა შესთავაზა მან ზურაბიშვილს. ჯერ არ არის დასრულებული ის ხელშეკრულება, რომელიც სალომეს აქვს გაეროში, სადაც ის ირანის საკითხებში მთავარი ექსპერტია. როდესაც ამ ხელშეკრულების ვადა დასრულდება, სალომე გადაწყვეტს, რას იზამს. როგორც ვიცი, ამ ხელშეკრულების ვადა ახლო მომავალში ამოიწურება.

- შევიტყვე, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ქალბატონ სალომეს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზოს.
- რამდენიმე დღის წინ სალომესაც ეს კითხვა დაუსვეს და უპასუხა, ეს ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ და სიმართლე გითხრათ, არც მე მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრობის სურვილიო.

- როგორც ითქვა, ქალბატონი სალომე კვირას თბილისში ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად.
- ალბათ, შეხვედრა მომავალში გაიმართება. აAმჯერად კი სალომე ორი დღით ჩამოვიდა, რადგან ჯანრის წლისთავი იყო.