ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი

ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ დაკავებული იქნა ერთი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა.

არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებენ რომ შტაბი მივიდა ნაც ტიტუშკებთან. ჩვენი შტაბი ადგა, წამოდგა ფეხზე და მივიდა ნაც ტიტუშკებთან. სინამდვილეში ნაცი ტიტუშკები მივიდნენ ჩვენს საარჩევნო შტაბთან, იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები და ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით. ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი. გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული. შესაბამისად, არა მარტო ვგმობთ, არამედ, ზომებსაც იღებს ხელისუფლება", - განაცხადა პრემიერმა.

დოი ეგენი ქალები იყვნენ?!..მიმიფურთხებია იმ ოჯახისთვის,სადაც ეგ ე.წ. ქალები ცხოვრობენ და ტაშისმკვრელები ჰყავთ! ასეთი დეგრადირებული ოპოზიცია არ მახსოვს და დარწმუნებული ვარ დამთავრდებიან კიდეც!... აუცილებელია მათი პასუხისგებაში მიცემა,იქნებ რაიმე გაიაზრონ უტვინო თავებში!
24 წუთის უკან