ნიკა ჩიტაძე:  „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და „ოცნების“ დაშლის შემთხვევაში მომენტით ისარგებლოს

ნიკა ჩიტაძე: „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და „ოცნების“ დაშლის შემთხვევაში მომენტით ისარგებლოს

„ნაცმოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს, რადგან „ქართულ ოცნებას" ამ პლატფორმიდან უფრო დაამარცხებს - თუ „ოცნებას" დეპუტატები კიდევ დატოვებენ, ის უმრავლესობას დაკარგავს და შესაძლებელი იქნება, რომ ოპოზიციამ „ოცნება" პარლამენტის შიგნით დაასრულოს, ანუ მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს და პრემიერი გადააყენოს, აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

„15 მაისის აქცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იგეგმებოდა, ეს მანამდე დაანონსდა, სანამ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა და სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შვიდოდნენ. დღეს, ჩემის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა რეალობაა, მათ რეგიონებში ჩასვლა და მოსახლეობასთან მუშაობა ვერ შეძლეს, რათა ხალხი 15 მაისითვის გრანდიოზული აქციისთვის ჩამოეყვანათ. ამ ეტაპზე იმდენ ხალხს ვერ შეკრებენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით სხვა დროისთვის გადაიდება.

„ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ახლა ყურადღების კონცენტრირება უნდა მოხდეს იმაზე, შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში. ორივე პოზიციას თავისი საფუძველი გააჩნია, ერთის მხრივ „ნაცმოძრაობაში" ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პარტია პარლამენტში არ უნდა შვიდეს, რადგან ამ შემთხვევაში თითქოს არჩევნების აღიარება ავტომატურად მოხდება და მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიარებული იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ მეორე პოზიციისაც მესმის, რომლებიც ამბობენ, რომ პარლამენტში უნდა შვიდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში პარტიას ექნება შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს და პარალელურადაც შეუძლია აქციები მოაწყოს.

„თუ პარტიაში კენჭისყრა ჩატარდა და უმრავლესობის აზრი გათვალისწინებული იქნა, დემოკრატიულად წარმოჩინდება, რომელიც ამ შემთხვევაში არა ერთი ადამიანის, მაგალითად მესამე პრეზიდენტის ნება სურვილს ექვემდებარება, არამედ პარტიის უმეტესობის არჩევანს. ვფიქრობ, რომ პარტიაში უთანხმოება არსებობს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დემოკრატიულად გადაწყდება."

კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობამ" გადაწყვეტილება სოციალური ქსელებით გამოკითხვის საშუალებით მიიღოს, ისევე როგორც ეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის დროს მოხდა, ჩიტაძემ განაცხადა, რომ ეს პარტიისთვის არასწორი სვლა იქნება.

„სოციალურ ქსელებში შესაძლოა „ქართული ოცნების" მიერ შეგზავნილი ტროლები შევიდნენ. „ოცნებას" ვფიქრობ, რომ დღეს, როცა პარლამენტში სხვა პარტიები უკვე შევიდნენ, ენმ-ს შესვლა არ აწყობს. საქმე იმაშია, რომ „ნაცმოძრაობა" თუ პარლამენტში შევიდა, ის საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს, რასაც „ოცნება" აცნობიერებს, კრიმინალებს კი უწოდებს, მაგრამ იცის, რომ მათში ძალიან ბევრი ინტელექტუალური და ნიჭიერი ადამიანია.

„ახლა „ნაცმოძრაობა" საკითხს პრაგმატულად უნდა მიუდგეს. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მომხრე ვარ, რომ პარტია პარლამენტში შევიდეს, რადგან „ქართული ოცნებიდან" ცალკეული ადამიანები პარტიას უკვე ტოვებენ, მათ შორის ექვსმა პარლამენტარმა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირმა უკვე დატოვა. ანუ თუ პარლამენტში „ნაცმოძრაობა" და სხვა პოლიტიკური პარტიები შევიდნენ, ოპოზიციონერთა რიცხვი 60-ს მიაღწევს, ხოლო თუ „ოცნებას" დეპუტატები კიდევ დატოვებენ, ის უმრავლესობას დაკარგავს და შესაძლებელი იქნება, რომ ოპოზიციამ „ოცნება" პარლამენტის შიგნით დაასრულოს, ანუ მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს და პრემიერი გადააყენოს.

„ამიტომაც ამას „ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლა დასჭირდება, რომ შესაბამისი ძალთა თანაფარდობა იყოს. ეს პარტიამაც უნდა გაითვალისინოს, რადგან თუ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ამის ალტერნატივა რა არის, კი ბატონო შეიკრიბნენ აკრიტიკონ ივანიშვილი და ღარიბაშვილი და რა?" - განაცხადა ჩიტაძემ.

გრიგორი ისევ ნაცების სასარგებლოდ პროვოკატორობს ეს ყველაფრის "ექსპერტი" !
2 წლის უკან