ილჰამ ალიევი : „მე არ დავუჭირე მხარი სააკაშვილს იმიტომ, რომ ეს არაფერს შეცვლიდა“

ილჰამ ალიევი : „მე არ დავუჭირე მხარი სააკაშვილს იმიტომ, რომ ეს არაფერს შეცვლიდა“

[The Guardian-Wikileaks - ფრაგმენტი]

პარასკევი, 22 აგვისტო, 2008

კონფიდენციალური სეგმენტი 01 03, ბაქო 000790

შედგენილი: ჩარჯ დონალდ ლუს მიერ

1. ცნობა: 19 აგვისტოს პრეზიდენტმა ალიევმა სტუმრად მყოფ „ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორს ინგლისს უთხრა – აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ მხარი არ დაუჭერია საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩუმად დგამს  ნაბიჯებს საქართველოს დასახმარებლად , მაგალითად, აზერბაიჯანლები მუშაობენ იმ მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხიდის აღდგენაზე, რომელიც რუსებმა დაანგრიეს. ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი დასავლური ორიენტაცია ნავთობისა და აირის ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა აღიარა, რომ ის მიჰყიდის გარკვეული რაოდენობის აირს რუსეთს და ნავთობს ირანს.

ალიევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აირი რუსეთისთვის ლიმიტირებული იქნება, შესაძლოა 2 ბკმ და მიზანი იქნება თურქეთზე ზეწოლის განხორციელება, რათა მან განაახლოს მოლაპარაკებები აირის ტრანზიტზე; ნავთობის მიყიდვა ირანისთვის კი მილსადენებზე დღეს არსებული შეზღუდვების შედეგია. ალიევმა განაცხადა, რომ კრიზისის მიმდინარეობისას მან დარეკა მოსკოვში და გააფრთხილა ისინი საქართველოში არსებულ იმ ობიექტებზე შეტევის წინააღმდეგ, რომლებიც აზერბაიჯანის ინტერესების სფეროში შედიოდა – მილსადენებზე, აზერბაიჯანულ დიასპორაზე და აზერბაიჯანის მფლობელობაში არსებულ ყულევის ტერმინალზე. ცნობის დასასრული.

2. 20 აგვისტო, „ბრითიშ  პეტროლიუმის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა კვლევისა და წარმოების დარგში ენდრიუ ინგლისმა ჩარჯს აცნობა მისი ერთსაათიანი კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ ალიევთან 19 აგვისტოს საღამოს. ინგლისი ალიევს 20 აგვსტოს უნდა შეხვედროდა, მაგრამ პრეზიდენტმა სთხოვა მას შეხვედროდა უფრო ადრე, მის შეხვედრამდე სტუმრად მყოფ თურქეთის პრემიერ-მინისტრთან  ერდოღანთან. ინგლისის თქმით, პრეზიდენტი „მშვიდ, მხიარულ და თბილ განწყობაზე ჩანდა“.

 

პრეზიდენტის რეაქცია საქართველოს კრიზისზე
3. პრეზიდენტმა ინგლისს უთხრა: „მე არ ვჩქარობ სააკაშვილის დახმარებას იმიტომ, რომ ეს არაფერს შეცვლის“. პრეზიდენტმა აქვე დასძინა, რომ აზერბაიჯანმა მაინც შესძლო ჩუმად საქართველოს მხარდაჭერა. მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა  ქვეყანაში მცხოვრები თავისი ხალხის მეშვეობით, მხარდაჭერისთვის ყველაზე მეტი მოახერხა და „რეალური საქმე“ აკეთა (კომენტარი: შესაძლოა ის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანლებს გულისხმობდა). მაგალითად, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანელები მუშაობენ  დანგრეული სარკინიგზო ხიდის აღდგენაზე.

 

4. ალიევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო რამდენიმე დღის მოვლენებმა კიდევ უფრო „განამტკიცა გეზი (დასავლური ორიენტაციისკენ) და შემობრუნების უსარგებლობა“. მან განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის საპასუხოდ თავისი საგარეო პოლიტიკის შეცვლა არ სურს. მისი საგარეო პოლიტიკის მიზანია რუსეთისგან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის განმტკიცება მისი ნავთობისა და აირის რესურსების გამოყენებით. თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

 

5. პრეზიდენტმა ინგლისს,  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე  PKK-ს შეტევის კონტექსტში ქართველთა შეჭრის ვადებზე დაუსვა შეკითხვა. მას ღიად არ დაუჭერია მხარი კონსპიროლოგიური თეორიისთვის, მას უფრო ინგლისის რეაქცია აინტერესებდა. ალიევმა ერთმანეთს დაუკავშირა შემდეგი მოვლენები:


- PKK , რომელსაც წინათ სუკი აფინანსდება,  ესხმის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს.
- სამი დღის შემდეგ რუსეთი შედის საქართველოში
- ვითომდაც შემთხვევით, რუსები აფეთქებენ საკვანძო სარკინიგზო ხიდს, რამაც შეაფერხა ნავთობის ტრანსპორტირება რკინიგზით.
- შემთხვევითი ყუმბარა ბაქო-სუფსა მილსადენიდან 10 მეტრში ეცემა.
- „ტრანსნეფტი„ ნოვოროსიისკის ხაზზე, ერთადერთ დარჩენილ საექსპორტო მარშრუტზე ტექნიკურ შეფერხებების შესახებ იუწყება.

 

პრეზიდენტი ალიევი მოსკოვში რეკავს

6.  პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ როდესაც ბაქო-სუფსას მახლობლად შემთხვევითი ყუმბარის აფეთქების შესახებ გაიგო, მან დარეკა მოსკოვში (ის პუტინს გულისხმობდა, თუმცა არ დაუზუსტებია).  მისი თქმით, მას იმის ცხადყოფა სურდა, რომ  თუ რუსეთი აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებდა, ეს „მნიშვნელოვან ქმედებად“ აღიქმებოდა.

 

ის განსაკუთრებით სწუხდა სამხედრო აეროდრომის დაბომბვის გამო, რომელიც მარნეულში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა, ბაქო-სუფსასთან ჩამოვარდნილ შემთხვევით ყუმბარაზე და იმაზე, რომ არსებობდა ცნობები რუსული ჯარის შესვლის შესახებ ყულევში, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. ალიევმა განაცხადა, რომ ჯარი ყულევიდან გამოვიდა და შემდგომში ეს სენსიტიური სივრცეები აღარ დაბომბილა.

 

რუსეთისთვის აირის მიყიდვახრიკია

7. ინგლისმა განმარტა, რომ მომავალში რუსეთისთვის შეზღუდული რაოდენობის აირის მიყიდვა განამტკიცებს აზერბაიჯანის პოზიციებს თურქეთთან მოლაპარაკებებში, რომელიც აირის ტრანზიტს ეხება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ალიევის თქმით, აზერბაიჯანს დღემდე სურს შაჰ დენიზის აირის მიყიდვა დასავლეთისთვის და არა ჩრდილოეთისთვის. „სხვა შემთხვევაში, ეს სიგიჟე იქნებოდა. ამ მოვლენებს არ შეუცვლიათ (პოლიტიკური) საფუძველი იმისთვის, რომ აირის ექსპორტი დასავლეთისკენ განხორციელდეს“ – დასძინა პრეზიდენტმა.

8. ინგლისს სჯერა, რომ ალიევი ახლა ბევრად უფრო მტკიცე პოზიციაზეა თურქეთთან მიმართებაში, ვიდრე ერთი თვის წინ. ინგლისმა დასძინა, რომ თურქეთი უნდა დაეთანხმოს ტრანზიტის უფლებებს და რომ ალიევი არ აპირებს მოლაპარაკებები სუსტის პოზიციიდან აწარმოოს. ალიევმა თქვა, რომ ის მიჰყიდის გარკვეული რაოდენობის გაზს რუსეთს და „ეს მიყიდვები სანდო უნდა იყოს“.

 

ინგლისმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ეს გარკვეული რაოდენობა საკმარისი არ არის. საკმარისი აირი არ არის და ამიტომ რუსეთს ის მთლიანად უნდა. კომპრომისული გადაწყვეტა არ არსებობს. 2 bcm რუსეთისთვის უმნიშვნელოა. „ეს ხრიკია“ ფასებზე მოსალაპარაკებლად – დასძინა ინგლისმა.

 

9. პრეზიდენტმა ინგლისს ასევე უთხრა, რომ მილსადენის დახურვის გამო, აზერბაიჯანი იძულებული იქნება, ნედლი მასალა ირანს მიჰყიდოს.

foreignpress