"ქართული ოცნების" ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სამგორის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ სოზარ სუბართან ერთად რუსთავის სპორტის სასახლეში გამართულ YOUNG WARRIORS („ახალგაზრდა მებრძოლების“) შერეული საბრძოლო ხელოვნების მეთექვსმეტე საერთაშორისო ტურნირს დაესწრო და სამგორელ მებრძოლს, გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა.
ტურნირის ფარგლებში გაიმართა სატიტულო ბრძოლა,
რომელშიც გიორგი ქართველიშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს წევრები.