კოფი ანანი მამათელი ყოფილა?!

კოფი ანანი მამათელი ყოფილა?!

პარლამენტარმა ბორის კაკუბავამ (ალბათ, დიდი ხნის ანალიზის შედეგად) უნიკალურ აღმოჩენას მიაგნო.

მისი აზრით, შევარდნაძე იანვრისთვის ვითომ დიდ შერიგებას აპირებს და ამით ხალხი უნდა გააერთიანოს.

კაკუბავას თქმით, მის ირგვლივ მხოლოდ საეჭვო რეპუტაციის ხალხი გაერთიანდება.

მისივე განცხადებით, საქართველოში რუსის ჯარის ყოფნა მხოლოდ შევარდნაძესა და „მის მამათელ ძმას, კოფი ანანს“ (გაეროს გენერალური მდივანი) სურთ. (იმედია, კოფი ანანი ქართველ პარლამენტარებს მხარს არ აუბამს და სასამართლოში არ გვიჩივლებს).