ნიკა  ჩიტაძე:  თუ „ოცნება“ ზღვარს 50%-მდე აწევს, ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს

ნიკა ჩიტაძე: თუ „ოცნება“ ზღვარს 50%-მდე აწევს, ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს

მმართველი პარტია პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ დათანხმდება და ამიტომ ოპოზიციამ მოლაპარაკებისას ადგილობრივ არჩევნებზე ე.წ. 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, რომლის აზრითაც ოპოზიციამ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შთანხმებას საბოლოოდ ხელი უნდა მოაწეროს, ოღონდ „გარკვეული დათქმებით".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ" პარასკევს მოაწერა ხელი. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია წელს თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი განიხილავენ ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

როგორც ჩიტაძე აღნიშნავს, ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც დოკუმენტს ხელს არ აწერს, ფიქრობს, რომ დანიესლონის დოკუმენტში მათი მთავარი მოთხოვნები გათვალიწინებული არაა.

„აქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალბათ ისაა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანაა. ამ შემთხვევაში ისინი თვლიან, რომ დანიელსონის დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა გათვალისწინებული არაა. ეს შეიძლება იყოს ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აწერს ოპოზიცია ხელს ამ დოკუმენტს.

„თალაკვაძის წინადადებაა, რომ თუ თვითმართველობის არჩევნებში სახელისუფლო პარტია 40%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით უნდა წარმართოს. უბრალოდ, რაღაც კონკრეტული მოთხოვნა უნდა ჰქონდეს, რომ, მაგალითად, არა 40, არამედ 50%-ზე იყოს საუბარი და მაშინ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს.

„ხელისუფლება პირდაპირ არ განაცხადებს, რომ მოდით არჩევნები, ვთქვათ, 2022 წელს დავნიშნოთ. ამიტომაც მგონია, რომ საერთო ჯამში ოპოზიციის მხრიდან გარკვეული დათქმები უნდა არსებობდეს და საბოლოოდ დოკუმენტს ოპოზიციამაც უნდა მოაწეროს ხელი იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება" კონსტრუქციული გამოდის და ოპოზიცია - არაკონსტრუქციული.

„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები გაიმართოს და პოლიტპატიმრები იქნან გამოშვებული. ეს არა ოპოზიციის პირადი ამბიცია, არამედ ეს ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია პირად ამბიციებს უფრო მაღლა აყენებს. ამით რა სარგებელი აქვთ? ეს ბუნებრივი მოვლენაა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნა გააჩნიათ. ჩემის აზრით, ამაში ექსტრაორდინალური არაფერია, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ დოკუმენტს მოეწეროს ხელი, ოღონდ გარკვეული პირობების გათვალისწინებით.

„ოპოზიციას ეს ყველაფერი ალბათ მოლაპარაკებებისთვის სჭირდება, რომ იქ ეს მოთხოვნა დააყენოს. იქ ეს საკითხი ცალკე პუნქტად უნდა გაიწეროს, ანუ ეს მოთხოვნა დოკუმენტურად უნდა იყოს გაფორმებული და ამ შემთხვევაში გარანტი შუამავალი უნდა იყოს დასავლელი პარტნიორებიდან," - განაცხადა ჩიტაძემ.

გრიგორი ხომ არ სჯობდა 99%-მდე აგვეწია ბარიერი და ხელისუფლება პირდაპირ , არჩევნების გარეშე გადაგვეცა შენი ძმაკაცებისათვის ?!)))
3 წლის უკან
mamago შენ გამოექანე.....
3 წლის უკან
Maverick ჩიტაძე, დედიშენის არ გინდებიან?!
3 წლის უკან
trampi ეს კაცი ექსპერტი კი არა ნაცმიდრეკილია, ნაცმიდრეკილი ......
რა გინდათ მაგისგან...ავადააა ავად....აბა ავადმყოფი და ჩათლახის გარდა სხვა ვინ დაუჭერს ნაცებს მხარს.....
ჰოოო ავადააა.... ავად
ესეც ავადააა....და ისიც---- ვინც ამას ექსპერტი დაარქვა!!!
3 წლის უკან