სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული სიმბოლო იმისა, რომ ლიბერალიზმი კლავს როგორც ადამიანებს, ასევე თავისუფალ სიტყვას, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას.
გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ საუბრისას ჩიხელიძემ ასევე გაიხსენა პროფესორ პატრიკ დენინის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ლიბერალიზმი შთანთქავს ქრისტიანობას, ოჯახსა და მორალურ ნორმებს.
„ეს უკვე ხდება. ჩვენ ამას ვხედავთ. რეალურად, ადამიანი იმის გამო მოკლეს, რომ მას განსხვავებული ხედვა ჰქონდა. ეს აღარ არის ლიბერალიზმი კლასიკური გაგებით. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც დღეს თავისუფლების სახელით გაბატონდა მსოფლიოში და ამავდროულად იქცა ცენზორად და აკონტროლებს ვინ რა უნდა თქვას. რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური საფრთხე. სადაც კი შევიდა ლიბერალიზმი, ყველგან მოხდა საზოგადოების დაყოფა, კონფლიქტის გაღრმავება და ქაოსი და ჩვენს ქვეყანაშიც ანალოგიურ სურათს ვხედავთ, როდესაც თუნდა აქციებზე ე.წ. თავისუფალი თაობა როგორი ქცევითა და სიტყვა-პასუხით არის [წარმოდგენილი]. ეს არის დიდი საფრთხე, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მიიღებს ლიბერალიზმს, რადგან დღემდე გვაქვს ჩვენი კულტურა, ოჯახური ღირებულებები, რწმენა, რომლებსაც დიდი ნაწილი ვიზიარებთ და ვიცავთ. შესაბამისად, მეეჭვება, რომ ლიბერალიზმმა აქ ფეხი მოიკიდოს. მაგრამ სამწუხაროდ ამ ლიბერალიზმმა მყარად მოიკიდა ფეხი ევროპაში. კატასტროფული მდგომარეობაა, მაგრამ გამოღვიძების პროცესშია ევროპა და ყველა დიდ ქალაქში იმართება აქციები, რადგან„თავისუფლება“ და სჭირდებათ მემარჯვენე ძალები“, - განაცხად ჩიხელიძემ.