ევროპის დესანტი საქართველოსთვის - “შესანიშნავი ექვსეული” შეთანხმების გადასარჩენად მოემართება

ევროპის დესანტი საქართველოსთვის - “შესანიშნავი ექვსეული” შეთანხმების გადასარჩენად მოემართება

საგარეო საქმეთა მინისტრები ხელისუფლება-ოპოზიციისთვის “ჭანჭიკების მოსაჭერად” ჩამოდიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშუდეგოდ დასრულდა, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაში მზად არიან ჩაერთონ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ევროპის 6 ქვეყნის (საფრანგეთი, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი თბილისში სავარაუდოდ თვის ბოლოს იგეგმება.

ევროკავშირის მედიაციით მოლპარაკების ახალ, მესამე რაუნდზე მინიშნებებს აკეთებენ, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა რა ფორმატით გაიმართება მოლაპარაკებები, ჯერ უცნობია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა აუცილებლია, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მაგრამ იმ მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიცია ხელისუფლებასთან სხვა საკითხებზე მოლაპრაკებებში არ წავა.

მოლაპარაკების განახლებასა და შეთანხმების პერსპექტივაზე საუბრობს მმართველი პარტიაც. "ქართულ ოცუნებაში" აცხადებენ, რომ ნებისმიერ დროს მზად არიან დიალოგისთვის და მათი მიზანია, რომ ეს შეთანხმება იქნეს მიღწეული.

მხარეებს შორის შეთანხმების აუცილებლობაზე საურობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები. საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგანანის განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას დროულად მიაღწიონ, რადგან მოსახლეობა პოლიტიკური დაძაბულობის გადაჭრას დიდი ხანია ელოდება.

"მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ. მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის"- აცხადებს კელი დეგნანი.

ანალისტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ქართველი პოლიტიკოსები დასავლეთის ნებისმიერ გზავნილს თავისებურად თარგმნიან და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ, თუმცა, ევროპის 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩარულობით გამართულ მორიგ მოლაპარკებებს იმედით უყურებენ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს შანსი უნდა გამოიყენენ, რათა ეს არ გახდეს ბოლო შანსი ევროკავშირის მხრიდან.

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ კრიზისი განიმუხტოს; ის, რომ ევროპის 6 ქვეყნის საგარეო საქმეა მინისტრები ჩაერთვებიან ამ მოლაპარკებებში მიანიშნებს იმაზე, რომ კონკრეტული ქვეყნები და მათი ხელისუფლებები ერთვებიან მოლაპარკებებში. როგორც ჩანს ეს არის კიდევ ერთი ბოლო შანსი ევროკავშირის მხრიდან კრიზისის განსამუხტავად, ამიტომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს შანის უნდა გამოიყენონ"- განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ექსპერტი ზაალ ანაჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობა ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკების დონე იწევს მაღლა და რომ ეს არის საერთაშორისო კუთხით ნიშანდობლივი მოვლენა.

"ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობა ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების დონე იწევს მაღლა და არის საერთაშორისო კუთხით ნიშანდობლივი მოვლენა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის არის ღირსეული პარტნიორი.

„მათ უნდათ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს სახიფათო პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ასუსტებს საქართველოს. ამიტომ ველოდები, რომ შეიძლება გარკველწილად მოხდეს დანიელსონის დოკუმენტში შემოთავაზებული პუნქტების მოდიფიკაცია ისე, რომ მხარეებმა შეძლონ შეთანხმება.

"შეიძლება მეტი ბერკეტები იქნას გამოყენებული, ანუ ჭანჭიკების უფრო მეტი მოჭერა მოხდეს" - განაცხადა "რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.