გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. 26 მარტს „გენტი“ ამხანაგურ შეხვედრაში, „ოსტენდეს“ დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა. აღნიშნული მატჩი ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პირველი ტაიმის შემდეგ კი მწვრთნელმა გამოცვალა.
„ჩაკვეტაძემ შესვენებამდე ითამაშა, და თავი კარგი თამაშით გამოიჩინა .გენტი იმარჯვებს, ჩაკვეტაძე კი დაბრუნებას ზეიმობს“, - ასე გამოეხმაურა, გიორგის დაბრუნებას ბელგიური გამოცემა.
ქართველი ტალანტი, ბელგიურ კლუბს, 2017-2018 წლების სეზონში, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო 3 სეზონში, მხოლოდ 66 მატჩი ჩაატარა, თავი კი შვიდჯერ გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში გიორგიმ მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი კი არ გაუტანია. 21 წლის ფორვარდმა, ამჟამინდელი კლუბის მაისურით უკანასკნელი ოფიციალური მატჩი, 2020 წლის 4 ოქტომბერს ბეერსხოტის წინააღმდეგ ჩაატარა, მას შემდეგ რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა თუმცა, ტრავმის სიმძიმის გამო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნებას.