ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, სახელმწიოფო სტრუქტურებს მიმართა კოვიდრეგულაციების დაცვით, ალბანეთი-ინგლისის მატჩზე, მოედანზე გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობის დაშვების თაობაზე, თუმცა უარი მიიღო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ ფაქტმა მოსახლეობის დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რამაც Air Albania Stadium-ის მიმდებარე პერიმეტრზე, გაძლიერებული დაცვის საჭიროება გააჩინა. ამის მიუხედავად, ტირანას პოლიციამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, რომ ინგლისის და ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებდნენ.
„ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ მატჩი 28 მარტს არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისა და ფედერაციის იმიჯი კატასტროფულად შეილახება“ - ვკითხულობთ, BBC-ის სტატიაში.
ალბანეთის და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება კვირას, 28 მარტს არის ჩანიშნული. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, მათთან ერთად პოლონეთი, უნგრეთი, ანდორა და სან-მარინოა.