ევროლიგის რეგულარული სეზონის 31-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას „ცსკა“-მ „ცრვენა ზვეზდა“ 87:72 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, 27 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გამარჯვებულ გუნდში ის ქულებით საუკეთესო იყო. „ცრვენა ზვეზდას“ რიგებში 20 ქულა მოაგროვა დავიდოვმა. „ცსკა“-ს 30 მატჩის შემდეგ 20 მოგება და 10 მარცხი აქვს და „ბარსელონას“ შემდეგ მე-2 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, „ზენიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.