ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის „იუვენტუსი“ მზად არის კრიშტიანო რონალდო 25 მილიონ ევროდ გაყიდოს.
ინფორმაციას ესპანური გამოცემა As.com ავრცელებს.
აღნიშნული ტრანსფერი მას შემდეგ განხორციელდება, თუ კლუბის დატოვებას თავად პორტუგალიელი მოთამაშე გადაწყვეტს.36 წლის ფეხბურთელი იუვენტუსში წელიწადში 87 მილიონ ევროს იღებს.
ესპანეთში მიიჩნევენ, რომ რონალდო „რეალში“ დაბრუნდება.