ლიონელ მესი „ბარსელონაში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ლა ლიგაში, `სოსიედადთან“ შეხვედრაში მესიმ კატალონიური გრანდის შემადგენლობაში 768-ე მატჩი გამართა და ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს გაუსწრო.
თამაში „ბარსელონამ“ ანგარიშით 6:1 მოიგო, მესიმ კი შეხვედრა 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა. ოცდარვა ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 62 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება.