რა შემთხვევაში გამოვა ხალხი ქუჩაში - ოპოზიციას გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანია გაახსენეს

რა შემთხვევაში გამოვა ხალხი ქუჩაში - ოპოზიციას გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანია გაახსენეს

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციას დაახლოებით ისეთი მოსამზადებელი კამპანიის ჩატარებას ურჩევს, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა. როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, ასეთ შემთხვევაში 15 მაისის აქცია საკმაოდ ხალხმრავალი და შესაბამისად, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.

ოპოზიცია რეგიონებში მცირემასშტაბიანი აქციების სერიას იწყებს და დაახლოებით 2 თვის შემდეგ, 15 მაისს პარლამენტის წინ შემაჯამებელ აქციას გამართავს - ეს გადაწყვეტილება 20 მარტს გაახმოვანეს, მანამდე ოპოზიციას ზუსტად ამ დღეს ჰქონდა დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია.

„აქციის გადადება სწორად მიმაჩნია, რადგან მომზადებაა საჭირო. ჯერჯერობით ხალხის გამოსაყვანად რესურსი არაა, ორ თვეში კი კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება შედარებით გამოსწორდება.

„პირველ რიგში, მათ ამ პერიოდის განმავლობაში სურთ, რომ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლონ იმასთან დაკავშირებით, თუ „ქართული ოცნების" მმართველობა ქვეყანას რა პრობლემას უქმნის და მოსახლეობის ის ნაწილი თავის მხარეზე გადმოიბირონ, რომლებიც შედარებით ნეიტრალურად არიან განწყობილი. ვიცით, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ან აპოლიტიკურია, ან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი. ამიტომაც ამ შემთხვევაში ოპოზიცია ცდილობს, რომ მოსახლეობა შეამზადოს, მათ რეალური ვითარება აუხსნას და შემდგომში თბილისში მასშტაბური აქცია განახორციელონ," - თქვა ჩიტაძემ.

კითხვაზე, ოპოზიცია ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების ისეთ შეცდომას ხომ არ ელოდება, რაც ხალხის მასობრივც პროტესტს გამოიწვევს, განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ასეთი შეცდომები უკვე დაუშვა და ახლა მთავარია ოპოზიციამ სწორი საინფორმაციო კამპანია ჩაატაროს.

„ხელისუფლებამ ისედაც ბევრი დიდი შეცდომები უკვე დაუშვა. აქ მთავარი ის კი არაა, ამ ხნის განმავლობაში კიდევ დაუშვებს თუ არა, აქ მთავარი ისაა, რომ ოპოზიციამ ხალხს მიაწვდინონ ხმა, რომ სისტემა რომ შეიცვლება, ამით მათი მდგომარეობა გამოსწორდება.

„ამ დროის განმავლობაში თუ სწორ საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებენ და მოსახლეობაში ეჭვებს გაფანტავენ, შესაძლებელია ხალხის დიდი მასა შეკრიბონ.

„ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ გრიგოლ ვაშაძემ თავის გუნდთან ერთად, რამდენიმე ათასი კოლომეტრი გაიარა, საქართველოს თითოეულ რეგიონს და დასახლებული პუნქტების უმეტეს ნაწილს ეწვია და ფაქტიურად პირველ ადგილზე გავიდა, უბრალოდ არჩევნები, ასე ვთქვათ, წაართვეს. საბოლოო ჯამში მან მეორე ტურში 800 ათასი ხმაც მიიღო. ანუ, ასეთი კამპანია უნდა ჩაატარონ და პირველ რიგში „ნაცმოძრაობამ" ხალხს ეჭვები უნდა გაუფანტოს და შეახსენოს რეალურად რა გაკეთდა. ამის მერე მგონია, რომ ხალხი უნდა დაირაზმოს", -განაცხადა ანალიტიკოსმა

ჩიტაძე იმასაც ამბობს, რომ პარალელურად საჭიროა ოპოზიციას დასავლეთის დასავლეთის პოლიტიკრუ წრეებთან კომუნიკაცია ჰქონდეს.

„აქაც შესაბამისი ახსნა-განმარტებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციას თავისი ლობისტები ჰყავთ ევროპის სახალხო პარტიაში, რომელიც ევროპარლამენტის ფარგლებში ყველაზე მძლავრი პარტიაა, ასევე სენატში, ასევე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ხმა მიაწვდინონ. შესაძლებელია ბაიდენთან თვითონ მიხეილ სააკაშვილმა პირადი კონტაქტები გამოიყენოს. ამიტომაც ყველაფერი შესაძლებელია, თუ სწორი სტრატეგია და ტაქტიკა იქნა არჩეული.

„15-ში კი ველოდები, რომ აქცია უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, მაგრამ თბლისში მაგალითად ერთი კვირის განმავლობაში ამ მასას ვერ გააჩერებ, რეგიონებში უნდა დაბრუნდნენ. ამიტომაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტივისტების მობილიზაცია უნდა მოიხდეს," - განაცხადა ჩიტაძემ.

გრიგორი ხალხი ქუჩაში არცერთ შემთხვევაში არ გამოვა ნაცსექტის მოწოდებით !!! ეს უნდა იცოდე შენც და შენმა პატრონებმაც ! ხალხს არ მოსწონთ ქოცები და ისინი შესაცვლელნი არიან, მაგრამ არა უარესით !!! ა რ ა უ ა რ ე ს ი თ ბატინო ნიკა !
3 წლის უკან