მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იცის რამდენი ხნით დარჩება „სამეფო კლუბის“ თავკაცის პოსტზე. როგორც მან აღნიშნა, გეგმებს არ აწყობს.
„რეალში“ თუ დავრჩები? ყოველდღიურობით ვცხოვრობ, არაფერს ვგეგმავ. შეგიძლია აქ 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმო, მაგრამ მეორე დღეს გარეთ აღმოჩნდები და პირიქით - შეიძლება 1-წლიანი კონტრაქტი გქონდეს და დიდხანს დარჩე. მე მხოლოდ დღევანდელი ცხოვრებით ვცხოვრობ და დანარჩენი არის დისკუსიები, რომლის შესახებ არაფრის თქმა შემიძლია“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. „სამეფო კლუბი“ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიცაა, სადაც ინგლისურ „ლივერპულს“ შეხვდება.