ბუდაპეშტში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ლიცენზია შემატა. ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ბუდაპეშტის ხალიჩაზე, სადაც ტოკიოს საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული ფალავნები იღებენ, კენჭაძემ პროგრამა მინიმუმი შეასრულა - ფინალამდე უკრაინელი, სომეხი, ბერძენი, ბულგარელი მეტოქეები ჩამოიცილა გზიდან და ფინალში აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევთან ასპარეზობის უფლება და ტოკიოს ლიცენზია მოიპოვა.