კილიან მბაპემ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა.
„პსჟ“-ს 22 წლის ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 1-ის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ეს პრიზი მისთვის კარიერაში მეხუთე გამოდგა, რითაც იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა.
გამოკითხვაში „სენ ჟერმენის“ საუკეთესო ბომბარდირმა „მონაკოელ“ ვისამ ბენ-იედერსა და „ლიონელ“ მემფის დეპაის აჯობა.
გასულ თვეში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მბაპემ ოთხი გოლი გაიტანა. 29 ტურის შემდეგ 18 გოლით პსჟ-ს ფეხბურთელი ბომბარდირთა დავას ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ დეპაის ოთხი ბურთით უსწრებს.