თორნიკე შენგელიას გუნდმა, სტუმრად, მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.
„ევროლიგის“ მიმდინარე სეზონის 30-ე ტურში, თორნიკე შენგელიას, „ცსკა“, მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და ანგარიშით 96:89 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი განსაკუთრებით კარგი, პირველ მეოთხედში იყო სადაც, 11 ქულა მოაგროვა.
პარკეტზე გატარებულ 17:32 წუთში კი, 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
„ცსკა“ მიმდინარე „ევროლიგის“ სეზონში 19 მოგებით მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს, მოსკოვში, „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 8 გამარჯვებით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.