„ელ კლასიკოს“ თარიღი ცნობილია.
მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ და დაპირისპირება, „ლა ლიგის“ 30-ე რაუნდში, 10 აპრილს, საქართველოს დროით 19:00-ზე შედგება.
მიმდინარე სეზონში, გუნდების პირველი დაპირისპირება, 24 ოქტომბერს გაიმართა და „სამეფო კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში მადრიდელთაგან თავი, ფედერიკო ვალვერდემ, სერხიო რამოსმა და ლუკა მოდრიჩმა გამოიჩინეს ხოლო კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი, ანსუ ფატიმ გაიტანა.
ამ დროისთვის, „ლა ლიგის“ სატურნირო ცხრილში, მადრიდის „რეალი“ 57 ქულით, მე-3 პოზიციაზეა, ხოლო „ბარსელონა“ 59 ქულით, მე-2 პოზიციას იკავებს. ჩემპიონატის ლიდერი მადრიდის „ატლეტიკოა“, დიეგო სიმეონეს გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში 63 ქულის დაგროვება მოახერხა.