ექსკლუზივი - რატომ ფიგურირებს გიორგი მარგველაშვილი გოგი წულაიას საქმეში და როგორ აღმოჩნდა სავარაუდო დაზარალებული ქალი წულაიასთან ერთად ბინაში

ექსკლუზივი - რატომ ფიგურირებს გიორგი მარგველაშვილი გოგი წულაიას საქმეში და როგორ აღმოჩნდა სავარაუდო დაზარალებული ქალი წულაიასთან ერთად ბინაში

გოგი წულაის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა.

გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იქამდე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გოგი წულაია 17 მარტს სამართალდამცავებმა ნაცნობ ქალზე ძალადობის გამო დააკავეს. სავარაუდო დაზარალებული ყვება, რომ წულაიამ დალია და მასზე ძალადობა დაიწყო, რის შედეგადაც სხეულის არაერთ ადგილას დალურჯება აქვს. თუმცა საგულისხმოა, რომ გოგი წულაიას ალკოტესტის მიხედვით, ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა.

თავად პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ყველაფერი ეს მოწყობილი იყო და ის პროვოკაციას წამოეგო. საგულისხმოა ერთი რამ, ამ საქმეში თავიდანვე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ გოგი წულაია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მიდიოდა და აღნიშნულ ქალბატონს შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. „ვერსია“ დაინტერესდა, რა საკითხზე უნდა შეხვედროდა წულაია მარგველაშვილს და რა კავშირი ჰქონდა ქალთან, რომელმაც ის ძალადობაში დაადანაშაულა? - ამ კითხვებით გოგი წულაიას ადვოკატ ვალერი გელბახიანს მივმართეთ:

„გოგი წულაია მიდიოდა გიორგი მარგველაშვილის სანახავად და ამ ქალმა სთხოვა, მეც წამოვალო. რომ ჩამოვიდნენ, საღამოს 8 საათი იყო და აზრი არ ჰქონდა გასვლას, ერთ საათში კომენდანტის საათი იწყებოდა. გოგიმ უთხრა, ხვალ დილით წავალ მარგველაშვილთან, შენ გაიარ-გამოიარე, სადაც გინდა და მერე უკან დავბრუნდეთ ქუთაისშიო. გოგიმ უარი უთხრა ამ ქალს ამ შეხვედრაზე წაყვანაზე და ამაზე იკამათეს, იჩხუბეს და ამ ქალმა თქვა, ვითომ, რაღაც სექსუალური ძალადობა იყოო.“

ვალერი გელბახიანი განმარტავს, რა საკითხზე უნდა შეხვედროდა წულაია მარგველაშვილს:

„მარგველაშვილი იყო „ვანოს შოუში“ და იქ მოყვა, რომ ჩემს შვილებს უყვართ გოგი წულაია, იმეორებენ იმას, რასაც გოგი ამბობს, „დროშა ვერ დაკიდენ“-ო. შემდეგ გოგი წულაიამ დაურეკა მარგველაშვილს, თუ შენს შვილებს ჩემი ნახვა უნდათ, ჩამოვალ და გნახავთო. ამ მიზნით იყო წამოსული. ეს ქალი წამოჰყვა და სთხოვა, მეც გამაცანი მარგველაშვილიო, გოგიმ კი უარი უთხრა და ამაზე იჩხუბეს.

გოგი და ეს ქალი მეგობრობდნენ, რასაც არ უარყოფს თავად ეს ქალბატონი. იყვნენ სამნი, ბინა რომ დაიქირავეს ერთი ღამით, სამივემ დაიქირავა. მესამე იყო ლევან ჟღენტი. რომ შევიდნენ ბინაში, ნახეს, რომ ერთი საწოლი იყო და ერთი დივანი ანუ სამი ადგილი არ იყო. ამ გოგომ თვითინ გამოთქვა სურვილი, დავრჩებიო ანუ ერთ-ერთი უნდა წასულიყო და წავიდა ის ლევანი. გოგი დაწვა დივანზე და ქალბატონს შესთავაზა საწოლში დაწექიო, მერე მოუვიდათ ეს კამათი მარგველაშვილთან წასვლაზე...

დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ მანამდე მივმართავთ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას, ჩვენს მტკიცებულებებს მოვიპოვებთ, ამ ქალის სახესაც წარმოვუჩენთ საზოგადოებას, რომ პირველი შემთხვევა ეს არ არის მისთვის. სასამართლოსთვისაც იქნება ეს გარემოება მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვისაც“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

 

Katana . გელბახიანის მონათხრობი მაგონებს ანეკდოტს, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია რომ ეკითხება კაცს, რითი გარდაიცვალა შენი სიდედრიო? - საწამლავი დალიაო. - მერე, დალურჯებები რატომა აქვს სახეზეო? - არ სვამდაო!..
3 წლის უკან
Maverick Katana, აბსურდების თეატრის მსახიობები არიან გოგია წულაია და ადვოკატი გელბნახიანი ?!

აბა გული აწუხებს და აღარ უდგება?!... ოჯახში გულიო?
3 წლის უკან