გიორგი ბეჟანიშვილი ამერიკის სტუდენტური საკალათბურთო ლიგის „ბიგ თენის“ კონფერენციის გამარჯვებული გახდა.
„ილინოისსა“ და „ოჰაიოს“ შორის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი ქართველმა და მისმა თანაგუნდელებმა 91:88 მოიგეს.
ბეჟანიშვილი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში, 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან ოთხიდან სამი 2-ქულიანი და ექვსიდან ექვსი საჯარიმო გამოიყენა. „ილინოისმა“ ტიტული 16-წლიანი პაუზის შემდეგ, 2005 წლის შემდეგ პირველად მოიგო.