24 წლის ფეხბურთელი კინგსლი კომანი საწვრთნელ ბაზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილით მივიდა. ცნობილია, რომ „რეკორდმაისტერებს“ „აუდი“ ასპონსორებს და ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, სწორედ ამ ფირმის ატომობილით გადაადგილდეს.
სავარჯიშოდ მისული ფრანგი მოთამაშე დაცვამ არ შეუშვა, კომანი იძულებული გახდა, მანქანა გარეთ დაეტოვებინა.
ასეთი არასასიამოვნო ფაქტი გასულ სეზონშიც დაფიქსირდა, მაშინ კომანი ვარჯიშზე „მაკლარენით“ მივიდა.