2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის, საქართელოს ნაკრების ახლადდანიშნულმა ფრანგმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ვლადიმერ ვაისის ნაკრებთან შედარებით, ვილი სანიოლმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მათგან აღსანიშნავი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უნგრული "ფეჰერვარის" ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის დაბრუნებაა.
„რაც შეეხება დებიუტანტებს, სანიოლმა ამ მხრივაც საკმაოდ საინტერესო შემადგენლობა შემოგვთავაზა. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ნაკრებში დებიუტი ექნება ბელგიური „სერენის" იმედისმომცემ ფორვარდს, ჟორჟ მიქაუტაძეს. რომლის გადმოსაბირებლადაც „საქართელოს ფეხბურთის ფედერაციამ„ დიდი შრომა გასწია.
მიქაუტაძის გარდა ნაკრებში დებიუტი ექნებათ, თბილისის ლოკომოტივის 20 წლის მეკარეს - გიორგი მამარდაშვილს, ბათუმის დინამოს 24 წლის მარჯვენა მცველს - გრიგოლ ჩაბრაძეს და ავსტრიული ვოლფსბერგის მარცხენა მცველს გურამ გიორბელიძეს“, - აცხადებენ ფედრაციაში.
საკვალიფიკაციო ეტაპს საქართელოს ნაკრები 25 მარტს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, გასვლითი შეხვედრით დაიწყებს, 28 მარტს "დინამო" არენაზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს საბერძნეთს ესტუმრება. ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად "ჯვაროსნები" შეკრებას 22 მარტიდან, თბილისში გაივლიან.