ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა იაპონიაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. 2021 წლის მეორე სუპერტურნირის მესამე შეხვედრაში ლევან გორგაძემ მერვე მაეგაშირას, კოტონოვაკას ოშიდაშის ილეთით აჯობა.

სამი შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე ერთი მოგება და ორი წაგებაა. ხვალ, გორგაძე მეშვიდე მაეგაშირას, კაგაიაკის შეხვდება.