ხვიჩა კვარაცხელიამ „უფასთან“ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში, „რუბინი“, „უფას“, ესტუმრა და ანგარიშით 3-0 დაამარცხა.
შეხვედრის 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ, შთამბეჭდავი დრიბლინგის შემდეგ, დენის მაკაროვს პასი გაუკეთა, რომელმაც მომენტი საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლით დაასრულა. 42 წუთზე კი ქართველმა მიხაილ კოსტიუკოვის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ზუსტად იმოქმედა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მე-2 ტაიმში სტუმართა მცველმა ილია სამოშნიკოვმა, „უფას“ კიდევ ერთი გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირა. ხვიჩას გოლი "რუბინისთვის" საიუბილეო 2,700-ე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია რომ, „უფასთან“ გამარჯვებით რუბინმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და 37 ქულით ჩემპიონატის მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინს“ 2019/2020 წლების სეზონში, მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა.
20 წლის შემტევმა ამჟამინდელი კლუბის რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და თავი 4-ჯერ გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველო-ესპანეთის მატჩზე „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტები დააკვირდებიან.