კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 57-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფომრაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სამი ბურთი იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, სტუმრად „კალიარისთან“ გაიტანა. მატჩი „იუვენტუსის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ამგვარად, 36 წლის რონალდუს მიერ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობა 770-მდე გაიზარდა. ამით მან ლეგენდარული ბრაზილიელის, პელეს შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც ოფიციალურ შეხვედრებში 767 ბურთი ჰქონდა გატანილი. პელე ამ ფაქტს Instagram-ზე გამოეხმაურა და რონალდუს მიულოცა.
„აღფრთოვანებული ვარ შენით. მიყვარს შენი თამაშის ყურება და ეს არავისთვისაა საიდუმლო. გილოცავ ოფიციალურ მატჩებში ჩემი რეკორდის მოხსნას“, - დაწერა პელემ.