მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა,

მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა, "სეტონ ჰოლი" ფინალს მიღმა დარჩა

ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) Big East-ის კონფერენციის ნახევარფინალში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ „ჯორჯ თაუნს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლში 58:66 დამარცხდა, რის შედეგადაც, „მარტის სიგიჟეში“ მოხვედრის შანსი დაკარგა.

მამუკელაშვილი ამჯერად საუკეთესო არ ყოფილა. ქართველმა კალათბურთელმა 39 წუთში 8 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. სანდრომ 11-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„პირატების“ რიგებში საუკეთესო ჯარედ როდენი იყო, რომელმაც 22 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

„სეტონ ჰოლმა“ ამ წაგებით კონფერენციის პლეი-ოფის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. აქვე შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და Big East-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. ქართველი კალათბურთელი ზაფხულში NBA-ს დრაფტზე გასვლას გეგმავს.