ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო იგივე “კიჭა“ როგორც ჭეშმარიტი ბრაზილიელი ყოველთვის დიდი მექალთანე იყო და სხვათაგან განსხვავებთ, არავისთან ერიდებოდა შვილის ყოლას მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიანობა ბევრ ცნობილ მობურთალს გახდომია თავში ცემის საგანი.
როგორც ცნობილი გახდა, ლეგენდარული ბრაზილიელი მეგოლე სულ მალე მეხუთედ გახდება მამა. ამჯერად რონალდოს შვილი მუცლად მობურთალის ახლანდელ პარტნიორს, სელინა ლოკსს ჰყავს, რომელიც ამ ამბით უბედნიერესია. მით უმეტეს, რომ ეს ამ გოგოსთვის პირველი შვილი იქნება და ცხადია განსაკუთრებულ ემოციებშია.
სხვა ოთხი შვილი რონალდოს სამი ქალისგან ჰყავს, რომელთაგან უფროსი, 19 წლის როლანდა, რონალდოს პირველ ცოლთან, ფეხბურთელ ქალთან, ბრაზილიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების აწ ყოფილ წევრთან, მილენე დომინგესთან ეყოლა, რაც ფეხბურთის ისტორიაში ალბათ უნიკალური და მნიშვნელოვანი შემთხვევაა.