სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. მამუკელაშვილმა გამოკითხვაში „ვილანოვას“კალათბურთელებს კოლინ ჯილესპიეს და ჯერემია რობინსონს აჯობა.

ქართველი სპორტსმენი წელს „სეტონ ჰოლის“ რიგებში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში სანდროს საშუალო სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 17.8 ქულა 7.3 მოხსნა და 3.1 ასისტი. ამასთან, ის რამდენჯერმე გახდა კონფერენციის კვირის და “სეტონ ჰოლის” თვის საუკეთესო კალათბურთელი.

22 წლის კალათბურთელი ასევე კარლ მელოუნის პრიზისთვის იბრძვის. ის ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და NCAA-ში ყველაზე პრესტიჟულია.