ყატარის დედაქალქ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალში,ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.
აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც ტურნირის 1/8 ფინალში როჯერ ფედერერმა ბრიტანელი დენიელ ევანსი 3 სეტში 7-6, 3-6,7-5 მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
ხოლო ბასილაშვილმა დამაჯერებლად 6-2, 6-2 მოუგო მაროკოელ მალეკ ჯაზირის. ჩოგბურთელები აქამდე მხოლოდ 2016 წელს ავსტრალიის ღია პირველობის 1/64 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, იმ შეხვედრაში ფედერერმა ბასილაშვილს 3 სეტში 6-2, 6-1, 6-2 მოუგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილის და როჯერ ფედერერის დაპირისპირება 11 მარტს თბილისის დროით 19:00 ზე შედგება.