ხორხე სამპაოლი

ხორხე სამპაოლი "მარსელის" მწვრთნელად დაინიშნა

ფრანგული „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე სამპაოლი ოფიციალურად დაინიშნა. არგენტინელი სპეციალისტი მუშაობას დღეიდან შეუდგა.

სამპაოლიმ ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა, რომელმაც კლუბი კონფლიქტის გამო და სკანდალის ფონზე დატოვა.

სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელის დებიუტი „მარსელში“ 10 მარტს, „რენის“ წინააღმდეგ შედგება. „ოლიმპიკი“ ლიგა 1-ში 27 მატჩის შემდეგ მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 20 ქულით ჩამორჩება.