ბენდუქიძესაც დაიბარებენ?

ბენდუქიძესაც დაიბარებენ?

ასი მილიონი ოთხ მილიონად?!

სანდო წყაროს ცნობით, სულ მალე პროკურატურა დასაკითხად კახა ბენდუქიძესაც დაიბარებს. ამის მიზეზი ის დოკუმენტები გახდება, რომლებიც ნათლად ასახავს, თუ როგორ ჩაიგდო გროშებად ხელში ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონება კახა ბენდუქიძის "ცოდნის ფონდმა".

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფო ქონება, რომელსაც შპს "აგრომეტი" განკარგავდა, რომლის დამფუძნებელი ასევე სახელმწიფო იყო ასპროცენტიანი წილით, შეადგენდა დაახლოებით 100 მილიონი ლარის უძრავ-მოძრავ ქონებას. მარტო ჩამონათვალი რად ღირს: 1324 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის თბილისში მდებარე აგრარული უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობები, უნიკალური ლაბორატორიები, საცდელი მეურნეობები და სხვა მოძრავი ქონება.

ეს სახელმწიფო ქონება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2012 წლის 15 თებერვალს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს (რომლის დამფუძნებელიც "აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდია", რომელიც, თავის მხრივ, კახა ბენდუქიძის "ცოდნის ფონდმა" დააფუძნა) სულ რაღაც 4 მილიონ დოლარად. გამოდის, რომ 1 კვმ მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით გასხვისდა სულ რაღაც 0,31 დოლარად (?).

საინტერესოა, ბენდუქიძეც ხომ არ გაჯიუტდება, პროკურატურაში არ გამოვცხადდებიო. ამ თემით "კვირის პალიტრა" მომავალშიც დაინტერესდება.