"ნაციონალებს უცხოელებთან კეკლუცობის მეტი აღარაფერი დარჩენიათ"

მიხეილ თუმანიშვილის სახე­ლობის კინომსახიობთა თე­ატრის მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ქვეყანაში მიმ­დინარე პოლიტიკურ პროცე­სებს ყოველთვის ადევნებ­და თვალს და "ნაციონალურ მოძრაობას" საჯაროდ აკრი­ტიკებდა. საპარლამენტო არ­ჩევნების წინ "ქართული ოც­ნების" რიგებს შეუერთდა. არჩევნებში გამარჯვების შემ­დეგ კი ყველა შემოთავაზება­ზე უარი თქვა და თეატრს დაუბრუნდა. ქალბატონი ნი­ნელი ჭანკვეტაძე დღეს ჩვე­ნი სტუმარია.

- ნათქვამია, რასაც დათესავ, იმას მოიმკიო! სააკაშვილის ხელისუფლებამ 7 ნოემბერსა და 26 მაისს რომ ჩაატარა სადამსჯელო ოპერა­ცია, ხელებზე ბორკილდადებული მიცვალებულები სახურავზე რომ შემო­დეს და ცინიკურად გამოგვიცხადეს, დენმა დაარტყათო, ეს საქმეები რატომ არ გამოიძიეს? სასაცილოა ამ ადამიანების ლაპარაკი ძალადობაზე, სასწრაფო გამოძიებასა და განსხვავებული აზრის დათრგუნვაზე. ვაჟბატონი გიგი უგუ­ლავა თავაწეული რომ შეიჭრა იმ ადამიანების ჯგუფში, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში სიცოცხლე გაუმწარეს, არ იცოდა, ამას რა მოჰყვებოდა? ციხის კადრებიც გვახსოვს, თუმცა უფრო ამაზრზენი კადრებიც არსებობს, რომლე­ბიც საზოგადოებას არ უნახავს, რადგან ახალი ხელისუფლება ჩვენს ფსიქი­კას უფრთხილდება... დარწმუნებული ვარ, რაც 8 თებერვალს მოხდა, ეს იყო პროვოკაცია. ნაცმოძრაობის წევრებს აღარაფერი დარჩენიათ უცხოელებტან კეკლუცობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყელყელაობის გარდა, - შეხედეთ, ოპოზიციას როგორ გვდევნიანო! ნაციონალები, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, დასცინიან. ამ წლების განმავლო­ბაში, პირველად 8 თებერვალს მოვისმინე სააკაშვილისგან, რომ თურმე წუხს გირგვლიანის საქმის გამო. არადა, კარგად გვახსოვს ირინა ენუქიძის ბრძოლა ამ უსამართლობის წინააღმდეგ და ის სასამართლოც, ტელეფონის ზარის მიხედვით რომ მიიღო გადაწყვეტილება. ცრუობს სააკაშვილი, როდე­საც ამბობს, რომ წუხს გირგვლიანის მკვლელობის გამო. პრეზიდენტმა ერ­თხელაც ვერ მოახერხა, ქართველი საზოგადოების წინაშე გულწრფელად ეღი­არებინა საკუთარი დანაშაული. ასე რომ, ნაცმოძრაობა უნდა გასამარ­თლდეს. გაკვირვებული და შეურაცხყოფილი დავრჩები, თუ ჩვენი ხელისუფ­ლება საერთაშორისო ორგანიზაციების აზრს უფრო გაუწევს ანგარიშს, ვიდ­რე ქართველი ხალხისას. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები უნდა მიხვდნენ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ქუჩაში თავი­სუფლად ვეღარ გაივლიან. დროა, ამ ყველაფერს წერტილი დაესვას და ხელი­სუფლებამ მათ მიმათ მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს. 9 წლის განმავლობაში საკმაოდ ვეწამეთ და უკვე აუტანელია კუბლაშვილების და სააკაშვილის ლაი-ლაის მოსმენა, რომ თურმე უნდა დასრულდეს სატელეფონო მოსმენე­ბი და ა.შ. ეს ცინიზმია! არც თბილისის მერის მიერ გამწარებული დევნილები დაგვვიწყებია, სახლებიდან რომ გამოყარეს და სატვირთო მანქანებში შეტე­ნეს. ამ დროს კი გამოდის ცინიკოსი უგულავა და ამბობს, რომ არავის მის­ცემს თბილისელების დაჩაგვრის უფლებას. 8 თებერვალს სააკაშვილმა გა­ნაცხადა, ჩემი პრიორიტეტი ხალხის აზრის მოსმენააო. რატომ არ უსმენდა ამ ხნის განმავლობაში? რატომ წაართვა, რატომ ჩარეცხა, წაგლიჯა და დახოცა ახალგაზრდები?!

- ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ 4 წელი ვერ დაიცდიან და გაცილებით ადრე მოვლენ ხელისუფლებაში...
- სიტყვების რახარუხის მეტი რაღა დარჩენიათ?! გემი იძირება და ვირთხები გარბიან, თუმცა გადარჩენის შანსი თითქმის არ აქვთ. ახლა გურამ დონაძე ჩა­მობრძანდა. რატომ? იმიტომ, რომ უცხოეთში საფრთხე ემუქრება და ახალაი­ას მსგავსად ისიც მიხვდა, რომ საქართველოს ციხეში მისი სიცოცხლე გაცილე­ბით დაცული იქნება. ესეც ხომ ახალი ხელისუფლების დამსახურებაა?!


- ქალბატონო ნინელი, არჩევნებში "ქართუ­ლი ოცნების" გამარჯვების შემდეგ განაცხა­დეთ, რომ თქვენი საქმე გააკეთეთ და ბრუნ­დებით თეატრში...
- ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: როდესაც ბატონ­მა ბიძინამ შემომთავაზა მისი გუნდის საინიცია­ტივო ჯგუფში შესვლა, უყოყმანოდ დავთან­ხმდი, რადგან ეს ადამიანი, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველანაირად მისაღები იყო ჩემ­თვის. თუმცა მაშინვე ვუთხარი, ამის იქით ნა­ბიჯს ვეღარ გადავდგამ-მეთქი. უბრალოდ, არ ვიქ­ნებოდი მართალი, ეს ტვირთი მეტარებინა. არჩევ­ნების შემდეგაც მქონდა შემოთავაზება "ქართუ­ლი ოცნების" არაერთი წევრის მხრიდან სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ნინელის მივეცი პირობა და თავი დაანებეთო (იღი­მის). ეს შემოთავაზებები რომ მიმეღო, ყველაფერი უნდა გადამედო, მე კი მსახიობი ვარ და ჩემი საქმე უნდა ვაკეთო.