"სააკაშვილი ცდილობს, მოისხას ნაცემის, დაჩაგრულის, წამებულის მანტია, რათა მერე ატეხოს ბათქაბუთქი და უბედურება, ანდა რამენაირად მიაღწიოს იმას, რომ სიტუაცია პოლიტიკური ვაჭრობის კონდიციამდე მიიყვანოს! სააკაშვილისა და მისი ხროვის მთავარი მიზანია, მიაღწიონ ეკონომიკურ ამნისტიას და შეინარჩუნონ ის ქონება, რაც ამ ხნის განმავლობაში დააგროვეს და მეორე, რაც უკვე ზემოთ გითხარით, - ატყდეს მთელი უბედურება და გაწევ-გამოწევა, რის შედეგადაც სააკაშვილი გადააყენებს პარლამენტს და მთავრობას, ამას მოჰყვება ქართველი ხალხის ქუჩაში გამოვარდნა და "ნაციონალებზე" ნადირობის დაწყება. მიშა გაიქცევა ან ამერიკაში, ან ევროპაში და დაიწყებს იქიდან ლექციების კითხვას, - აი, ნახეთ, რა მოხდა და ა.შ. და ევოლუციონერ ბიძინა ივანიშვილს დაარქმევს რევოლუციონერ ბიძინა ივანიშვილს. ცხადია, ამას მისი ლობისტები და ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსები აჰყვებიან და მათი მცდელობითა და აქტიური მეცადინეობით სააკაშვილი შეეცდება, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მსოფლიო თანამეგობრობას დააწესებინოს სანქციები. მიშა ამაზე ფიქრობს, მას ეს უნდა და მე ყველას მოვუწოდებ - არ აჰყვეთ სააკაშვილისა და მისი სექტის გამოხტომებს!" - აცხადებს ადვოკატი და უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილისა და "ნაციონალების" სკანდალურ გეგმებს შიფრავს".
"ეგ გიგა ნასარიძე არ იყო, კლიპებს რომ აკეთებდა დად ღე და ღამე იმას ჩასჩიჩინებდა ხალხ ხაჭაპურიძე, თამაზაშვილი და დუმბაძე ერთი სქემით მოქმედებენო? მაგ ნაძირალამ "კანონიერი ქურდების" ძმაკაცად გამომიყვანა კაცი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი "კანონიერი ქურდი" მყავს გასამართლებული. ახლა მაგ ნასარიძის წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებ და 5 მილიონ დოლარს ვითხოვ! კაზინო "აჭარაში" გიგა ნასარიძესა და გია გეწაძეს ახლაც ოფისი აქვთ გახსნილი და მილიონებს ატრიალებენ. მთელი კაზინოს ფული და მთელი ის ამბები, რაც იქ ტრიალებს, სულ ნასარიძისა და გია გეწაძის ჯიბეში ჩადის. მაგათმა კომპანიამ შეუკვეთა ის ბინძური კლიპები. არ დაამტკიცებენ იმას, რასაც მაბრალებენ და მოუწევთ ფულის მოცუნცულება მაგ "ცუციკებს". ამ დღეებში შემაქვს მთავარ პროკურატურაში სარჩელი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.
"სააკაშვილმა 8 თებერვალს, საბოლოო ჯამში, გააკეთა ერთი განცხადება, რომლის პერიფრაზი ასეთი იყოს: "რაც გინდა მიძახეთ, რაც გინდა მიკბინეთ, მაგრამ საქართველოში გამაჩერეთ, ლექციები წამაკითხეთ, ნუღარ წამიჭერთ ყელში ხელს, ახალგაზრდა შევარდნაძე ვიქნები, შემარგეთ, რაც ვიშოვე და ჩემს გუნდს პატრონიც გადაშენებიაო". ანუ სააკაშვილმა საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი და მან ამ განცხადებით გადატეხა სიტუაცია. მიშა ისედაც გადატეხილი იყო, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ სულ მთლად ბოლო მოეღო. სააკაშვილმა იმ დღეს თავისი გუნდი, ფაქტობრივად, გაწირა და დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ გუნდს მიანიშნა - "ამათ? ამათ წაკიდებია ცეცხლი, მე მიშველეთ და მე გადამარჩინეთო!". ამიტომ იქნევდა უგულავა ხელებს. უგულავას აწყობდა, რაც შეიძლება მეტი მოხვედროდა და ტანჯულის როლში გამოსულიყო, რათა მერე ამ ყველაფრით თვითონაც ევაჭრა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სააკაშვილმა იცის, რომ ავლაბრის რეზიდენციაში ხალხის შეჭრა და მიშას ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ სააკაშვილმა დაითხოვა პარლამენტი და მთავრობა. აი, ამ შემთხვევაში, შეიძლება პროცესები ისე განვითარდეს, რომ სააკაშვილმა აეროპორტამდეც ვერ მიასწროს. თუ სააკაშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, მერე ბატონმა ბიძინამ ძალიანაც რომ მოინდომოს, ხალხს ვეღარ გააჩერებს და ხალხი გამოუტანს ამ დამნაშავეთა ხროვას განაჩენს", - დასძენს შალვა ხაჭაპურიძე.