საზოგადოებრივი მაუწყებლის

საზოგადოებრივი მაუწყებლის "თანამშრომლები" და მათი ხელფასები

საზოგადოებრივი მაუწყებლის საფინანსო შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებად გაფორმებული იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც სინამდვილეში იქ არ მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გოგოლა კალანდაძე. მსახიობი პირდაპირი ჩართვის მანქანის მძღოლად იყო გაფორმებული და ხელფასის სახით 3.000 ლარი ერიცხებოდა (კალანდაძემ ეს ინფორმაცია უარყო). იმავე პოზიციაზე იყო გაფორმებული მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილიც.

ტელევიზიის თანამშრომლად იყო გაფორმებული მომღერალ სოფო ნიჟარაძის სტილისტი და მეგობარი მიშა გასიტაშვილიც. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ეს ადამიანი სამსახურში არასოდეს უნახავთ. ჩვენივე წყაროს ცნობით, სხვადასხვა თანამდებობაზე იყვნენ გაფორმებული და ხელფასს იღებდნენ არხის ხელმძღვანელთა მეუღლეებიც.

ინფორმაციის დასაზუსტებლად მალხაზ ქვრივიშვილს დავუკავშირდით:

- ბატონო მალხაზ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მძღოლად იყავით გაფორმებული და ხელფასი გერიცხებოდათ...
- გაფორმებული არსად ვყოფილვარ, სადაც გინდათ, იქ გადაამოწმეთ...

P.S. ინფორმაციის დაზუსტება ვცადეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძესთან, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.